MAFIA!

By ni_ni08

33.5K 1.5K 230

რა მოხდება თუ გადარჩენისთვის ბრძოლისას ყველაზე სახიფათო სიტუაციაში აღმოჩნდები? შეძლებს კი 17 წლის იზაბელა თავ... More

პროლოგი
1
2
3
4
5
6
7
8
.
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34

20

779 39 7
By ni_ni08

-ნუ ღელავთ ყველაფერი რიგზეა, მას მხოლოდ დასვენება და კარგი კვება სჭირდება, ეცადეთ არ ანერვიულოთ. ბავშვიც და დედაც კარგად არიან.

-რ..რა თქვით?-ერთხმად წამოიყვირეს გაოცებულებმა.

-ის ორსულადაა და დასვენება სჭირდება.-ისევ წყნარად წარმოთქვა ექიმმა.

-შეიძლება რომ ვნახოთ?-ვეღარ ითმენდა ვივიენი.

-კი შეგიძლიათ, მაგრამ დიდი ხნით არა.-გაუღიმა ექიმმა და ტერიტორია დატოვა. გარეთ გაჩერება აღარ შეეძლოთ, ამიტომ სწრაფად შევიდნენ პალატაში. იზაბელას თავი გვერდით ჰქონდა მიტრიალებული და ფანჯარაში სადღაც შორს იყურებოდა. წვიმის წვეთები ფანჯრის რაფაზე წკაპაწკუპით ეცემა, შემდეგ კი ნელა სრიალდება მინაზე, ვერ წარმოუდგენია რომ მის მუცელში პატარა არსება ცოცხლობს. არ იცის რა უნდა იგრძნოს, სიხარული, სევდა, ბრაზი თუ ზიზღი. ყოველთვის ოცნებობდა დედობაზე, მაგრამ არა ჩვიდმეტი წლის ასაკში, ჯერ ისევ პატარაა, ბავშვის გაზრდა კი ძალიან გაუჭირდება, თან მას მამა არ ჰყავს, ჯერ არ დაბადებულა და უკვე დაობლდა. ამ პატარა უსუსურმა არსებამ მაინც რა დააშავა? რატომ უნდა იცხოვროს მამის სიყვარულის გარეშე. ნეტავ ლუკასი როგორ მიიღებდა ამ ამბავს, გაუხარდებოდა თუ აბორტის გაკეთებას აიძულებდა?

-კარგად ხარ?-ფიქრებიდან ვივიენის ხმამ გამოაფხიზლა იზაბელა.

-კი...-ჩუმად ჩაილაპარაკა გოგონამ ისე რომ მათთვის არც შეუხედავს.

-ჩემო ცხოვრება, თუ შენ გადაწყვეტ ბავშვი არ გააჩინო ჩვენ გაგიგებთ.-სევდიანი ხმით ჩაილაპარაკა დემიენმა და იზაბელას თმაზე ფერება დაუწყო. ერთხანს ჩუმად იყო, გოგონა ამ სიტყვებზე ფიქრობდა, მართლაც რომ მოეშორებია ბავშვი? შეძლებს კი მის გაზრდას?

-არა ჩემს შვილს არ მოვკლავ, ამას ვერ გავაკეთებ, არა არ მინდა.-ნერვიულად დაიწყო საუბარი და თვალები აუწყლიანდა.

-შშშშ დაწყნარდი, არ იტირო, ყველაფერი კარგად იქნება-დაამშვიდა დემიენმა და გულში ჩაიკრა. ჯერ ისედაც ძალიან მეამიტია იზაბელა, მისი ატირება ძალიან მარტივია, მაგრამ ორსულობისას უარესად გრძნობს თავს, ყველაფერზე ტირის. საავადმყოფოდან მეორე დღესვე გამოწერეს, სახლში მისვლისას კი მაშინვე თავისი ოთახისკენ გაეშურა, კარადიდან ლუკასის მაისური გამოიღო, ჩაიხუტა და ისე ჩაწვა ლოგინში. ეს სუნი ძალიან ამშვიდებს, ისე მიეჩვია მის გარეშე ძილიც კი აღარ შეუძლია. ნუთუ ეს მონატრებაა? შეიძლება სულაც არეული ჰორმონების ბრალი იყოს.

-პატარავ შენც გენატრება მამიკო?-ისე სვავს კითხვას, რომ თითქმის დარწმუნებულია პასუხს გასცემენ, პატარა წამოზრდილ მუცელზე ხელს იდებს და ნაზად ეფერება.

-ბოდიში ჩემო პატარა, ყველაფერი ჩემი ბრალია.-ამბობს და თვალიდან ცრემლი უგორდება, გული ტკივა, ვერ ეგუება ამ რეალობას. არასდროს წარმოედგინა ასეთ ადრეულ ასაკში თუ ეყოლებოდა შვილი, მაგრამ რას იზავს ყველაფერი ასე მოხდა. ცხოვრებაში ისეთი რაღაცეებიც ხდება რისი გამოსწორებაც შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ ყველაფერში ნათელი მხარე უნდა მოვძებნოთ. უკუნეთ სიბნელეშიც კი უნდა დავინახოთ სინათლის ის სხივი რომელიც ჩვენგან ასე შორსაა, ან საერთოდაც მართლა შორსაა? ვინ იცის იქნებ სწორედ ეს ბავშვია იზაბელას სიბნელით სავსე ცხოვრებაში ნათელი წერტილი. მოულოდნელად ახსენდება, რომ რამდენიმე კვირაა ნორმალურად არ იკვებება, თავისი თავი არ ადარდებს, მაგრამ ბავშვს ვერ აშიმშილებს ამიტომ სამზარეულოში ჩადის, იქ კი ვივიენი ხვდება.

-მშია.-საყვარელად ჩაიბურტყუნა იზაბელამ, რამაც ვივიენის გაღიმება გამოიწვია.

-რას შეჭამ?-ღიმილით უთხრა გოგონას.

-არ ვიცი.-მოიწყინა იზაბელამ. ვივიენმა დემიენს დაუძახა და დახმარება სთხოვა, დიდხნიანი ფიქრის შემდეგ გადაწყდა, რომ სალათს შეჭამდა ამიტომ მომზადება დაიწყეს. იზაბელას ძალიან უნდოდა მონაწილეობა მასაც მიეღო, მაგრამ დემიენი ამის უფლებას არ აძლევდა, მისი გადატვირთვა არ სურდა, იზაბელა კი პატარა ბავშვივით ცქმუტავდა, ერთ ადგილზე ვერ ისვენებდა. შემთხვევით ჭიქა გადმოაგდო, ხმაზე კი შეშინებულმა შეჰკივლა.

-დაუკვირდი რას აკეთებ! პატარა ბავშვივით ნუ იქცევი ამხელა გოგო.-ტონი ვერ გააკონტროლა შეშინებულმა დემიენმა და ხმამაღლა უყვირა დას. იზაბელას თვალები აუწყლიანდა, ძალიან მგძნობიარე გახდა, ყველაფერზე ტირის.

-აღარ მშია.-ძლივს შეძლო სიტყვების წარმოთქმა და თავის ოთახში გაიქცა, შესვლისთანავე საწოლში ჩაწვა და მწარედ აქვითინდა. რამდენიმე წუთში კარის ხმა ესმის, შემდეგ კი საწოლის ჩაზნექვას გრძნობს.

-მაპატიე-ძლივს გასაგონად თქვა დემიენმა და იზაბელას საბანი გადახადა.

-შენ რა ტირი?-გაოცებულმა ჰკითხა მისი ცრემლების დანახვისას, შემდეგ კი ძლიერად ჩაეხუტა.

-ბოდიში რომ გიყვირე, ახლა კი წამოდი ვჭამოთ.-ლოყაზე აკოცა და ნაზად წამოაყენა გოგონა.

ორი თვის შემდეგ:

ძალიან ღელავს იზაბელა, დღეს ექიმთან მიდის ბავშვის სქესის დასადგენად. უკვე საკმაოდ კარგად ეტყობა მუცელი. სკოლაში რამდენიმეჯერ იყო უნდოდა სწავლა გაეგრძელებია, მაგრამ ხალხში მალე გავრცელდა იმფორმაცია მისი ორსულობის შესახებ, ამის გამო მუდამ თანაკლასელების დამცირების ობიექტი ხდებოდა, ბოზსაც კი ეძახდნენ, იზაბელას გული კი ნაწილებად იმსხვრეოდა, ამიტომ გადაწყვიტა სკოლაში სიარული შეეწყვიტა. დროს ძირითადად სახლში ატარებდა და ისვენებდა, ბიჭები გამწარებულები ჰყავდა პრეტენზიებით. შუაღამეზე ხან შოკოლადი უნდებოდა, ხანაც სასეირნოდ წასვლა, რათქმაუნდა მას ყველა კაპრიზს უსრულებდნენ, ვივიენიც გვერდში ედგა როდესაც დახმარება სჭირდებოდა ძალას და ენერგიას არ იშურებდა. სოფი უკვე ექვსის გახდა, საკმაოდ გაიზარდა ამ მცირე დროში. მას ძალიან უხარია რომ პატარა დისშვილი ეყოლება, დაზე მუდამ ზრუნავს და ცდილობს არ გაანერვიულოს. იზაბელა ძალიან ბედნიერია, მხოლოდ ერთი რამ აწუხებს, ლუკასი ენატრება. ეგონა დროის გასვლასთან ერთად ყველაფერი დაავიწყდებოდა და ეს გრძნობაც ისე გაქრებოდა თითქოს არც ყოფილა, მაგრამ ახლა ხვდება როგორ მწარედ შეცდა, მისი ტკივილი არსად არ მიდის, პირიქით მეტად ძლიერდება.

ექიმთან დემიენმა წაიყვანა. მოუთმენლად ელოდება როდის გაიგებს პატარას სქესს, ახლა პალატაშია, მის მუცელს აპარატი ეხება, მთელი გულით გრძნობს პატარას მის შიგნით. ბედნიერია, რომ ის ჰყავს, დარწმუნებულია მასზე მეტად არავინ არ ეყვარება.

-მაჩვენებლები ნორმაშია, ყველაფერი რიგზეა. გილოცავთ ჯანმრთელი გოგონა გყავთ.-ღიმილით თქვა ექიმმა. იზაბელას ბედნიერებას ამ დროს საზღვარი არ ჰქონდა, ყოველთვის ოცნებობდა პატარა საყვარელ გოგონაზე, ჯერ ასეთი პატარაა და როგორ ახარებს დედიკოს...იზაბელა ხვდება, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება რაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში მიუღია, ამ ბავშვის დატოვება იყო. უზომოდ მადლობელია საკუთარი თავის, რომ აბორტი არ გაიკეთა.

-გინდათ ბავშვის გულისცემა მოისმინოთ?-იკითხა ექიმმა.

-კი მინდა.-აღტაცებით უპასუხა იზაბელამაც. ექიმმა მონიტორს ხელი დაადო და პალატაში გულის ძგერის ხმა გაისმა, უზღვავი ბედნიერება განიცადა ამ ხმის გაგონებისას, თვალები დახუჭა, ახლა მხოლოდ ამ ხმაზე იყო კონცერტრილებული. ჯერ ისეთი პატარაა, მაგრამ გული მაინც გამალებით უცემს.

ერთი წლის შემდეგ:

ჩემი პატარა უკვე ცხრა თვის არის, გუშინდელი დღესავით მახსოვს როგორ ჩავიკარი გულში ახლად დაბადებული. რა მოცუცქნული იყო ვერ წარმოიდგენთ, სიგიჟემდე მიყვარს. არ ვიცი რატომ, მაგრამ ლილე დავარქვი, სანამ დაიბადებოდა მანამდე უამრავ სახელს განვიხილავდი, ხოლო როდესაც დავინახე პატარა, ნაზი არზება იმ წამსვე ეს სახელი ამომიტივტივდა გონებაში. ჩემი პატარას სახლში მიყვანის შემდეგ ყველა ბედნიერი იყო, მთელი დღე ლილეს დასდევდნენ. სოფი თავის სათამაშოებს თხოვნიდა და ყველაფერს აკეთებდა მის გასამხიარულებლად, როცა პატარა ტიროდა მორიგეობით აწყნარებდნენ. იზაბელა უზომოდ მადლობელი იყო მათი, რომ არა ისინი მარტო ამდენ პრობლემას ვერ გადაიტანდა. ლილე ძალიან ჰგავს ლუკასს, მამამისის ასლია.

-იზ, დღეს მნიშვნელოვანი წვეულებაა და რადგან შენს მეტი არავინ მყავს უნდა წამომყვე.-სწრაფად მიახალა დემიენმა სათქმელი.

-კი მაგრამ ბავშვი ვის დავუტოვო? ან სოფის რა ვუყოთ?

-დაწყნარდი ბიჭები ჩაიბარებენ, ვივიენსაც სთხოვე თუ გინდა.

-კარგი ხო ოღონდ მალე უნდა დავბრუნდეთ.

-მალე დავბრუნდებით ნუ ღელავ.-ლოყაზე აკოცა დას და მოსამზადებლად ავიდა ოთახში. იზაბელამ გრძელი, მარჯვენა ფეხთან ღრმად ჩაჭრილი, შავი ლამაზი კაბა ჩაიცვა, მცირე მაკიაჟი გაიკეთა და დაბლა ჩავიდა. დემიენი უკვე მზად დახვდა, სმოკინგში იყო გამოწყობილი, საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. ბიჭები უკვე მოსულიყვნენ და ლილეს ართობდნენ.

-ულამაზესი ხარ ჩემო პრინცესა.-იზაბელამ ლოყაზე კოცნა დაიმსახურა კომპლიმენტის თანხლებით.

-შენც კარგად გამოიყურები.-მანაც გაუღიმა ძმას, ლილეს აკოცა, სოფი ჩაიხუტა შემდეგ კი დემიენთან ერთად გავიდა სახლიდან. დიდი ხნის გზა არ ყოფილა რამდენიმე წუთში გრანდიოზულ შენობამდე მიაღწიეს ულამაზესად იყო ეზო მორთული შიგნით შესვლისას კი იზაბელამ გაოცებისგან პირი დააღო, თავი ნამდვილ სასახლეში ეგონა, უამრავი ხალხი ირეოდა ყველა მდიდრები იყვნენ. სმოკინგში გამოწყობილი კაცების გვერდით ულამაზესი ქალბატონები იდგნენ და ყველა სიმპატიურ ბიჭს ეფლირტავებოდნენ, მიუხედავად იმისა რომ გვერდით ქმრები ჰყავდათ. იზაბელა ვერასდროს ვერ იტანდა ასეთ ხალხს და მათთან ურთიერთობას ყოველთვის თავს არიდებდა, არც ახლა არ ჰქონდა მათთან საუბრის სურვილი, ამიტომ დემიენს ხელი ძლიერად ჩასჭიდა და მას გაჰყვა. ხედავდა როგორ უახლოვდებოდა ჯგუფად შეკრებილ ბრბოს, ცოტა დისკომფორტს გრძნობდა, მაგრამ დემიანის გულისთვის ამ დღეს გადაიტანს, მათთან ახლოს მისვლისას მაშინვე იგრძნო მამაკაცების დამშეული მზერა მის სხეულზე, რის გამოც შეიშმუშნა.

-რა ლამაზი შეყვარებული გყოლია დემიენ.-თქვა მაღალმა, ორმოც წელს გადაცილებულმა ჭაღარა კაცმა.

-ჰაჰ, ეს ჩემი დაა იზაბელა.-ღიმილით უბასუხა კაცს.

-სასიამოვნოა იზაბელა მე ვიქტორი მქვია.-ხელი გამოუწოდა გოგონას, იზაბელამაც ზრდილობის გამო ჩამოართვა და ოდნავ გაუღიმა. სადღაც ოცი წუთი გრძელდებოდა ხალხის გაცნობა და არაფრისმომცემი საუბრები, საბოლოოდ კი იზაბელამ ცოტა დალივა გადაწყვიტა განსატვირთად, ამიტომ შამპანურის ასაღებად წავიდა. ერთი ყლუპი მოსვა, შემდეგ მეორე ცოტა გააბრუა სასმელმა, მაგრამ ეს მოსწონდა კიდეც. მოულოდნელად დაჟინებულ მზერას გრძნობს და გვერდით იხედება, მის გაოცებას საზღვარი არ აქვს, შოკისგან ხელებს ვერ იმორჩილებს და ჭიქა ხელიდან უვარდება. ის ხომ... ეს შეუძლებელია.
-----------------------------------------------------------
მგონი ცოტა აბდაუბდა თავია.❤

Continue Reading

You'll Also Like

668 144 13
unpleasant fractions, happiness at the cost of heartbreak
2.7K 179 16
So, these are my some chapters related with Misty...................And some songs related with her an Ash and their love. And each song is published...
432 61 5
"ჩემი და ჩემი ძმის უსაფრთხოების გამო საკუთარ იდენტობაზე მიწევს უარის თქმა. უკვე აღარ ვიცი ვინ ვარ ჯარისკაცი, თუ უბრალოდ გოგონა, რომელისაც სურდა, რომ...
136K 1.4K 72
The story is about another superhero character which is you on your story who becomes an omnitrix hero like Ben, but you are known to be the second u...