MAFIA!

Autorstwa ni_ni08

33.5K 1.5K 230

რა მოხდება თუ გადარჩენისთვის ბრძოლისას ყველაზე სახიფათო სიტუაციაში აღმოჩნდები? შეძლებს კი 17 წლის იზაბელა თავ... Więcej

პროლოგი
1
2
3
4
5
6
7
8
.
9
10
11
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34

12

873 55 5
Autorstwa ni_ni08

ოთახში წყვდიადი გამეფებულიყო, სიცივისგან გალურჯებულ გოგონა კი იგივე პოზაში ეგდო საწოლზე როგორც დატოვეს, არც კი განძრეულა ისე იყო გადაღლილი და გამოფიტული, სიზმარიც კი არ დასიზმრებია. მისი გონება გაითიშა, უარი განაცხადა მუშაობაზე, ვეღარ შეძლო ამდენი რამის გადახარშვა. მერედა რაოდენ რთულია უპასუხო კითხვების კორიანტელი ტვინში, გინდა დამშვიდდე და ნელ-ნელა ყველას გასცე პასუხი, მაგრამ ვერ ახერხებ, გული საშინლად გიცემს და დამშვიდების მაგივრად ყველა დაწყობილი ინფორმაციაც ხელახლა ირევა. საშინელი გრძნობაა როდესაც არაფერი არ იცი, ვერ ხვდები რა გელოდება, არც არავინ გყავს რომ ჩაგეხუტოს და გითხრას "ყველაფერი კარგად იქნება" იქნება კი კარგად? დიდი განსაცდელი დაატყდა თავს პატარა უსუსურ გოგონას, ის ვერ შეძლებს წინააღმდეგობა გაუწიოს მას, ისევ ატკენენ. ყველა ადამიანმა დაიმსახურა ცხოვრებაში ბედნიერება, მაგრამ სამწუხაროდ ეს ხშირად ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვსურს. ნებისმიერ ადამიანს თავისი ცხოვრების ინდივიდუალურად წარმართვა შეუძლია, მაგრამ თუ არ იცი რა გინდა ცხოვრებისგან ძალიან რთულია რამე გააკეთო. იზაბელას ბავშვობაში ბევრი ოცნება და გეგმები ჰქონდა, მაშინ რომ გეკითხა რა სურდა მომავალში უამრავ რამეს ჩამოთვლიდა, ახლა კი არ იცის რატომ ცოცხლობს, იქნებ სოფის გამო? ამასაც კი ვერ ხვდება. მეტად გააწამა ცხოვრებამ ეს პატარა გოგონა.

იზაბელა ვეღარ ისვენებს, არ იცის სად არის. ძილშიც კი გრძნობს, რომ ეს მისი ოთახი არ არის, სადღაც სხვაგანაა რაც მეტად აფორიაქებს ჯერ კიდევ მძინარე სხეულს. ნელა ახელს თვალებს და სიბნელის გარდა ვერაფერს ხედავს, ერთხანს გაკვირვებულია ვერ იაზრებს რა ხდება, შემდეგ კი ნელ-ნელა ყველაფერი გაფუჭებულ კადრებად ახსენდება. სახლში იყვნენ, შემდეგ ტელეფონმა დარეკა...საბარგულში იჯდა...ვიღაც ჩხუბობდა...დემიენს იარაღს უმიზნებდნენ... სადღაც წამოიყვანეს...ლუკასის სახე... ყველაფერი ამოუტივტივდა გონებაში და ძალიან დაიძაბა, მიხვდა რომ ეს რეალურად მოხდა მის ცხოვრებაში, იქნებ ესიზმრება? მაგრამ არა სიმართლეს თვალი უნდა გაუსწოროს, ილუზიებში ვერ იცხოვრებ, ყველაფერი რეალურია. გული ეწვის გოგონას, სახლი ენატერება, სოფის ჩახუტება, სკოლაც კი ენატრება, არ უნდა ამ საშინელ ოთახში ყოფნა. სწორედ ახლა აანალიზებს, რომ ოთახში უკუნეთი სიბნელეა, მას ხომ ძალიან ეშინია სიბნელის. ხელების ცეცებით დგება და ჩამრთველს ეძებს, ერთხანს უშედეგოდ დაიარება ოთახში ბოლოს კი კუთხეში იკეცება და გულამოსკვნილი იწყებს ტირილს, ისე უნდა ახლა ვინმეს ჩაეხუტოს და დაწყნარდეს, მაგრამ არავინ ჰყავს, ახლა სულ მარტოა. უკვე თავს ვეღარ იკავებს და ბოლო ხმაზე ტირის, აღარ შეუძლია ემოციების შეკავება. კარის ხმა ისმის, ოთახში კი გაბრაზებული ლუკასი შემოდის, ძალიან შეწუხდა ღამის სამ საათზე მისი ტირილით, შუქს ანთებს და გოგონას კუთხეში მოკუნტულ სხეულს ხედავს, რომელიც ცრემლებად იღვრება, სწრაფი ნაბიჯებით მიდის მისკენ და ხელის მკლავზე მწარე მოჭერით აყენებს ფეხზე.

-ამის დედაც, შენი ხმა აღარ გავიგო!-საზარლად ღრიალებს წყობიდან გამოსული ბიჭი, გოგონა კი არც უსმენს, ისევ განაგრძობს ქვითინს.

-დაწყნარდი!-ბოლო ხმაზე ყვირის და მწარედ ურტყავს სახეში, იზაბელა კი აზრზეც ვერ მოდის რა ხდება, გათიშულია, ვერ აზროვნებს მხოლოდ გული ტკივა საშინლად. ლუკასმა ამჯერად გოგონა ოთახიდან გამოათრია, კიბეებზე ჩაიყვანა და სარდაფის კარი ფეხის ძლიერი დარტყმით გააღო, იზაბელას ხელი მაგრად კრა და მთელი ძალით დააგდო ძირს.

-იმედია ჭკუას ისწავლი ბოზო!-სასტიკი ხმით ეუბნება სარდაფის კარს იჯახუნებს და გაღიზიანებული ადის საძინებელში, იზაბელა კი უსიცოცხლოდ აგდია ცივ ბეტონზე, ვერც კი ინძრევა, კრუნჩხვა ეწყება, სხეულს ვერ იმორჩილებს, ამ სამყაროს აღარ ეკუთვნის, ცუდ მდგომარეობაშია სუნთქვაც კი არ შეუძლია ნორმალურად, თვალები ეწვის, მარჯვენა ხელი კი საშინლად ტკივა, როგორც ჩანს ცუდად დაეცა. როგორ გაიმეტა ლუკასმა ამ საშინელი სარდაფისთვის იზაბელა, მაგრამ ეს ხომ არც ისე რთულია, ყველა ასე ექცევა. მთელი ღამე ასე გაატარა, გამთენიისას კი გადაღლილობისგან ჩაეძინა.

lukas's pov

მეზიზღება როდესაც ასეთ უსუსურს ვხედავ, გულს მირევს მისი ბინძური სხეული, გამუდმებით ტირის, ძილსაც კი არ მაცდის. გუშინ ზედმეტი მოუვიდა, მე ხომ გავაფრთხილე მოეკეტა, მან არ გაიგო ხოდა მთელი ღამე სარდაფში დავტოვე, ღირსია ცოტა ჭკუას ისწავლის. სანამ ჩემთან ერთად იქნება თავისუფლად სუნთქვის საშვალებასაც არ მივცემ. დღეს საბოლოოდ გავანადგურებ, ამიტომ უნდა მოემზადოს და ძალები აღიდგინოს. სამზარეულოში ჩავედი და რამდენიმე მოახლე დავინახე.

-ეი შენ.-დავუძახე ერთ-ერთს.

-გისმენთ ბატონო.-თავდახრილმა მიპასუხა.

-სარდაფიდან ამოათრიეთ, გაასუფთავეთ და საჭმელი აჭამეთ!-ვუბრძანე და სწრაფადვე დავტოვე ოთახი.

ავტორის pov

თითქოს ნივთი ყოფილიყოს ისე დაავალა მსახურებს მისი მოვლა. ლუკასს არ აინტერესებს გოგონას მდგომარეობა და განცდები. იზაბელას შეშინებული სახე და უაზროდ ტირილი მხოლოდ ზიზღს იწვევს მასში. ნუთუ შეიძლება იმის გამო რომ ვიღაცამ გული გატკინა ყველა შეიძულო? მართალია ამანდა საშინლად მოექცა, მაგრამ იზაბელას მისთვის არაფერი დაუშავებია, რატომ ეზიზღება ეს თვითონაც არ იცის.

მოახლეებმა სარდაფის კარი შეაღეს და ძირს უგონოდ დაგდებული გოგონას სხეულს მოჰკრეს თვალი, საშინლად გამოიყურებოდა ტანსაცმელი მთლიანად დასვრილი ჰქონდა, სახე გაფითრებული, თვალები კი დასიებული. ფრთხილად მიუახლოვდნენ და გასაღვიძებლად მსუბუქად შეანჯღრიეს, იზაბელამ შეშინებულმა გაახილა თვალები და უკან გახოხდა, მათგან შორს.

-ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებ.-ნელა მიუახლოვდა შუახნის ქალი, ისე რომ არ შეშინებოდა თავზე გადაუსვა ხელი, ფრთხილდა წამოაყენა ძალაგამოცლილი იზაბელა და სარდაფიდან გაიყვანა.

-ახლა უნდა დაიბანო კარგი?-ნაზი ხმით ჰკითხა ქალმა, იზაბელასგან კი მსუბუქი თავის დაქნევა მიიღო პასუხად. უკვე აბაზანაში მყოფს ტანსაცმელი ფრთხილად გახადა, შიშველ თეთრ კანზე ბევრი სისხლჩაქცევა ეტყობოდა გოგონას, ქალს მისი სხეულის დანახვაზე გული დაეწვა, დიდხანს ყურება არ შეეძლო, ვერ ხვდებოდა რატომ გაიმეტეს ეს ანგელოზი ასე ძალიან, სწრაფად ჩასვა თბილ წყალში. იზაბელას ძალიან ესიამოვნა გათოშილ სხეულზე სითბოს შეგრძნება, თავი უკან გადაწია და თვალები მაგრად დააჭირა ერთმანეთს, ასე ბევრად კარგად იყო გარემოს ვერ ხედავდა სანაცვლოდ კი თავის მყუდრო სახლს წარმოიდგენდა. ქალმა ღრუბელი აიღო და რაც შეიძლება ნაზად დაუწყო იზაბელას სხეულს გაწმენდა, ეშინოდა არაფერი ეტკინა მისთვის.

-გინდა ცოტახნით მარტო დაგტოვო?-კითხა ქალმა.

-კ..ი-თავისი ხმის ცნობა გაუჭირდა იზაბელას, ტირილისაგან ჩახლჩილი და უფრო ბოხი გამხდარიყო. მოახლე ერთხანს უყურებდა განადგურებულ გოგონას, შემდეგ კი უხმოდ დატოვა აბაზანა. იზაბელა კი თავის ფიქრებთან მარტო დარჩა, ყველაფერს აანალიზებდა და აწყობდა, კარგად მოქმედებდა მასზე ცხელი წყალი. გულში მადლობას უხდიდა იმ ქალს, რომ განმარტოვების საშვალება მისცა, არც კი იცის რამდენ ხანს იყო აბაზანაში, შეიძლება რამდენიმე საათი, რადგან როდესაც ფიქრებიდან გამოვიდა წყალი უკვე საკმაოდ გაციებული იყო. მალე გადაივლო შხაპი, იქვე დაკეცილი თეთრი, ფუმფულა ხალათი ჩაიცვა და აბაზანა დატოვა. ოთახში შესულს სუნთქვა შეეკრა, ლუკასი დაინახა, ტყავის სავარძელში იჯდა, ხელში სასმლით სავსე ჭიქა ეჭირა და მშვიდად სვავდა. ძალიან სიმპატიური იყო, მუქი წაბლისფერი თმები სახეზე ჩამოშლოდა და სურვილით გაჟღენთილ მზერას არ აშორებდა ნახევრად შიშველ გოგონას, იზაბელა კი შიშისგან კანკალებდა, არ უნდოდა ლუკასის დანახვა, ამიტომ კარებისკენ სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა.

-შენი აზრით სად მიდიხარ!-მკაცრად შეუღრინა თითქმის კარებთან მისულ გოგონას.

-მ..მ..მე-საცოდავად ალუღლუღდა გოგონა და ცუდის მოლოდინში მეტად აუთრთოლდა სხეული.

-აქ მოდი!-გაისმა ბრძანება, გოგონას კი გააკანკალა, ადგილიდან ვერ იძვროდა.-მგონი ვთქვი "მოდი"!-გაღიზიანება შეეტყო ლუკასს ხმაში. იზაბელა ფრთხილად დაიძრა მისკენ, საშინლად არ უნდოდა ლუკასის სიახლოვე, მაგრამ სხვა გზა არ რჩებოდა მის წინ შეჩერდა და დაელოდა შემდეგ ბრძანებას.

-ხალათი გაიხადე!-ბრძანებამაც არ დააყოვნა, იზაბელა კი გაშეშდა, არ იცოდა რა გაეკეთებია, ძალიან რცხვენოდა, ასე დამცირებულად თავი არასდროს უგრძვნია, არ აპირებდა მის წინ შიშველი დამდგარიყო, ამიტომ ჯიუტად გაქვავდა და არაფერს აკეთებდა.-მგონი გითხარი რომ გაგეხადა ეგ დაწყევლილი ხალათი!-ახლა უკვე ხმამაღლა იღრიალა ბიჭმა.

-ა..რ..ა-აკანკალებული ხმით ჩაიბურტყუნა იზაბელამ და თავი ჩახარა.

-რა თქვი?-საზარლად გაიცინა ბიჭმა, შემდეგ კი სახე დაასერიოზულა.-ნუ მაიძულებ მოვიდე თორემ ძალიან გატკენ.-ესღა თქვა და გოგონას მოქმედებას დაელოდა. იზაბელას სხვა გზა არ ჰქონდა, არ შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა, აკანკალებული ხელი მიიტანა შესაკრავთან, ფრთხილად გახსნა, დროს წელავდა უნდოდა არიდებოდა გაშიშვლებას, მაგრამ ასე მხოლოდ ლუკასის მოთბინებას სცდიდა, იცოდა ვეღარაფერი გადაარჩენდა, ამიტომ ხალათი ბეჭებიდან ფაქიზი მოძრაობით გადაიწია და ძირს დააგდო. მთლიანად გაწითლებული იყო სირცხვილისაგან, ლუკასს სახეშიც კი ვერ უყურებდა, თავი გვერძე ჰქონდა მიბრუნებული და ცდილობდა ცრემლები არ წამოსვლოდა.

-თვალებში შემომხედე!-მორიგი ბრძანება გასცა ბიჭმა, იზაბელამ კი დიდი ძალისხმევის შედეგად შეძლო თვალი გაესწორებია მისი მხეცური მზერისთვის, ყველანაირად ცდილობდა ცრემლები შეეკავებია, მაგრამ ვერ შეძლო, გაწითლებულ ლოყებზე მოედინებოდა ცხელი ცრემლები და მეტად უხურებდა სირცხვილისგან ისედაც გახურებულ ლოყებს.

-ლამაზი სხეული გაქვს-სატანისებური ღიმილით წარმოსთქვა სიტყვები ლუკასმა.
----------------------------------------------------------
არ მეგონა დღეს თუ შევძლებდი დაწერას, მაგრამ...
ვინც კითხულობთ ყველა მიყვარხართ❤

Czytaj Dalej

To Też Polubisz

1.4M 23.8K 199
For the love of Homestuck, I want someone to read the first half of this book, cringe, and actually tell me about it.
6.1K 224 25
Eighteen-year-old Naeun never thought that life could be like a roller-coaster: exhilarating but also terrifying... She never thought that a harmless...
136K 1.4K 72
The story is about another superhero character which is you on your story who becomes an omnitrix hero like Ben, but you are known to be the second u...
24.7K 900 27
შენ, შენ და ისევ შენ...