25.დასასრული თუ დასაწყისი?

Começar do início
                                    

-ხომ იცი, რომ ვერ შევძლებ.

-ვერც მე შევძლებ ალბათ ორი თვე უშენოდ ყოფნას.

-იცოდე ფრთხილად იყავი!  როდის მიდიხარ?

-სამშაბათს და ძალიან გთხოვ ორშაბათს ჩემთან დარჩი. მინდა ბოლო დღე ერთად ვიყოთ.

-კარგი.

სახლში დავბრუნდით. მეორე დღეს დიდხანს არ გავჩერებულვართ. შუა დღისას უკვე მანქანაში ვისხედით. ამჯერად საჭესთან ანდრია იჯდა. გვერდით ნიცა ყავდა გამოჭიმული, რაზეც ყოველ წამს მეცინებოდა. მე კი უკან ჩემი ძმის გვერდით ვიჯექი და მის მხარზე მქონდა თავი ჩამოდებული. დილით ადრე მომიწია ადგომა, რომ ციცოს მივხმარებოდი და სწორედ ამიტომ მთელი გზა ალექსანდრეზე მიყრდნობილს მეძინა.

***

დადგა სამშაბათი. დილის ექვს საათზე მომიწია გაღვიძება. ანდრია 9-ზე აეროპორტში უნდა ყოფილიყო. საუზმე მოვამზადე და ოთახში შევბრუნდი რომ ტაბატაძე გამეღვიძებინა. მუცელზე იწვა და ხელი ჩემს ბალიშზე ედო. თმა სახეზე ჩამოშლოდა და ტუჩები გამოებზიკა. მიუხედავად იმისა, რომ მისი გაღვიძება ჩემს სურვილს ეწინააღმდეგებოდა, მაინც მიწევდა ამის გაკეთება. ფრთხილად დავაწექი ზემოდან და თმა გადავუწიე. წარბიც არ შეუხრია, მშვიდად განაგრძო ფშვინვა.

-ანდრია, არ დაგაგვიანდეს აეროპორტში, ადექი.

-რომელი საათია-დილის დამახასიათებელი, ხრიწიანი ხმით იკითხა და გვერდზე გადამაწვინა, რომ ჩამხუტებოდა.

-შვიდის ნახევარია.

-კაი რა დროს ადგომაა, 8ზე ავდგები.

-არა! უნდა ისაუზმო და მერე დროულად მივიდეთ აეროპორტში.

-რომელზე ადექი?

-ექვსზე.

-აფრენ, გეფიცები.

იმდენად ჩამეხუტა, რომ სუნთქვა გამიჭირდა.

-გამჭყლიტავ ანდრია!

-მე ბოდიში, რომ ჩახუტება მიყვარს. შენთან განსაკუთრებით!

YOU ARE SO GOLDEN.Onde histórias criam vida. Descubra agora