21.დეპრესია?

Mulai dari awal
                                    

ვიკას სიტყვების შემდეგ ვალდებულება ვიგრძენი, რომ მუდამ ანდრიასთან უნდა ვყოფილიყავი და თან ეს ვალდებულება იმდენად სასურველი იყო ჩემთვის, როგორც ანდრიას ბედნიერება.

-კი, ყველაფერი მესმის და შევასრულებ კიდეც შენს თხოვნას, თუმცა ანდრიას ყოფილი შეყვარებულისგან ეს სიტყვები უცნაურია.

ვიკას გაეცინა.

-ასე გითხრა მან?

თავი დავუქნიე და გაურკვეველი მზერით შევხედე.

-რა, არ ხარ?

-სულელურად და სასაცილოდ მეჩვენება ჩემს თავზე ამის დაძახება. მე და ანდრია სულ 2 თვით ვიყავით ერთად, 14 წლის ასაკში, უბრალოდ ბავშვური ახირება იყო და მადლობა ღმერთს მალევე მივხვდით, რომ ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვიყავით და არა მსგავსი რამე, რაც ახლა შენ და ანდრია ხართ. ჩათვალე ეს შენს საეჭვიანოდ თქვა.

აჰა, გამოდის ბატონი ანდრია ვიკას ჩემს საეჭვიანოდ იყენებდა.

-მისმინე, ბოდიშს გიხდი პირველი შეხვედრისას რომ გეუხეშე, მიზეზი კი იცი რაც იყო. მოდი ვიმეგობროთ. არ მაწყენდა ახალი ადამიანები ცხოვრებაში.

ვიკას წინადადებაზე გამეღიმა.

-რათქმაუნდა. ისე შენ შეყვარებული არ გყავს?

-აი მაგათი ნერვები მაქვს ზუსტად რა! ჯერ არ მინდა არავინ, ასეც კარგად ვგრძნობ თავს.

სწორედ მაშინ შემოაღო კარი ანდრიამ. გასასვლელ ტანსაცმელში იყო გამოწყობილი და ტელეფონზე საუბრობდა.
როდესაც დაასრულა ერთხელ შეგვავლო თვალი და ტელეფონი ჯიბეში ჩაიცურა.

-წავედით ტაისია.

-არ გშია?-ვიკამ კითხა, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო.-ტაისია, გამომიარე ხოლმე, მარტო ანდრიას გამო არ მოხვიდე ხოლმე აქ.

-როგორმე ახლა, როცა დრო მექნება შენთან იყოს ხომ?-ანდრიამ წარბი აწია და კარიდან გავიდა.

YOU ARE SO GOLDEN.Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang