17.ალექსანდრე.

Начните с самого начала
                                    

მთელი დრო ვფიქრობდი სად იყო ამდენ ხანს ალექსანდრე. ვერც იმას ვფიქრობდი დამერეკა თუ არა. მაგრამ ეს ხომ ალექსანდრეა! რა მანერვიულებდა. დავურეკე თუმცა პირველად ჩემს ცხოვრებაში გამითიშა. მაშინ დავრწმუნდი, რომ ჩემზე მართლა ძალიან იყო ნაწყენი.

უკვე როცა დაგვიანდა დედა და მამა დაწვნენ. მე ალექსანდრეს ოთახში შევედი და დაველოდე როდის მოვიდოდა. ბოდიში აუცილებლად უნდა მომეხადა.
შუაღამის სამის ნახევარი იყო ოთახში რომ შემოვიდა. როგორც ჩანს სავარძელში ჩამძინებია.
რომ დამინახა წარბები აზიდა.

-რატომ არ გძინავს.

-შენ გელოდებოდი-ფეხზე წამოვდექი და მოსაცმელი უფრო შემოვიკარი სხეულზე.

-კარგი, წადი ახლა დაიძინე.

-არა, სალაპარაკო მაქვს.

-ტაისია! ბოდიშის მოხდას თუ აპირებ არ მჭირდება. ეგ სიტყვა ჩემში არაფერს ცვლის. მოგდებული ბოდიში არაფერში არ მჭირდება. კარგი გეტყვი მერე გაპატიეთქო და რა? შეიცვლები? ამის შემდეგ იფიქრებ ჩემზეც? მთელი ეს დრო იმაზე ვფიქრობდი როგორ იყავი. შენ კი გაღიმებული გამოდიხარ ანდრიას სახლიდან. ამდენად უმნიშვნელო ვარ შენთვის?-მართლა ძალიან იყო ნაწყენი. ჯანდაბა.

-არა ალექსანდრე. ყველაზე ძვირფასი რამ ხარ ჩემს ცხოვრებაში.

-სიტყვებით ვერაფერს იზავ ტაისია. მოქმედებით უნდა დაამტკიცო. შენ კი მოქმედებით მხოლოდ იმას მაგრძნობინებ რომ გკიდივარ. ამის მერე მეც მკიდიხარ. ახლა კი თუ შეიძლება დატოვე ოთახი, მეძინება. და მინდა იცოდე, რომ ამის მერე რა ურთიერთობაც გვექნება, ყველაფერი შენი ბრალი იქნება.

თეთრი პერანგი გაიხადა და ოთახის ბოლოში გადააგდო.
ლოგინში ჩაწვა და ზურგი მაქცია.
ოთახი ტირილით დავტოვე.
პირველად მეუხეშა ასე ალექსანდრე.
მანამდე ყოველთვის არასერიოზულად ვჩხუბობდით ხოლმე, თუმცა ეს სხვა იყო. ზედმეტად მოულოდნელი იყო მისგან ესეთი უხეში ტონი.

YOU ARE SO GOLDEN.Место, где живут истории. Откройте их для себя