13.გატაცება

Start from the beginning
                                    

სკამზე მივარდნილი და ბოლო დონემდე ნაცემი იყო.

-ანდრია!-რაც შემეძლო ვიყვირე და ვეცადე გამომეფხიზლებინა.

როგორც შემეძლო სკამით მისკენ გავიწიე.
დიდი გაჭირვების შემდეგ მის გვერდით ავღმოჩნდი.

ხელებით ვერაფერს შევძლებდი, რადგან დაბმული მქონდა.
მხარი რამდენჯერმე გავკარი და ძლივს გამოფხიზლდა.
გამოფხიზლებისთანავე ტკივილისგან ამოიკვნესა.

-ანდრია, რა გაგიკეთეს.

-ტაის, როგორ ხარ?

-მე კარგად, შენ როგორ ხარ.

-დიდად არ მსურს იმ გოგოსთან ამ თემაზე საუბარი ვინც მომწონს, თუმცა მცემეს. სკამზე დამაბეს და მირტყეს.
აი მესმის კაცობაც.

***
გვერდით გამწიეს და ანდრიას ისევ რტყმა დაუწყეს.

-გეყოთ! საკმარისია!-ვყვიროდი თუმცა ვინ მისმენდა-რა გინდათ ჩვენგან-ბოლო ხმაზე ვიღრიალე და ფეხები დავაბაკუნე.

მადლობა ღმერთს ერთ-ერთმა გამოიხედა.

-შეეშვით-ხელი ასწია და ორი მოზვერი გააჩერა-ერთი მიზეზი მითხარი, რატომ უნდა გავჩერდე ლამაზო.

-ტაისია ჩუმად იყავი!-ანდრიას მკაცრი ხმა აღმოხდა.

-იმიტომ უნდა გაჩერდეთ, რომ წესიერი ცხოვრება დაიწყოთ. რატომ ცემთ ანდრიას, რა დააშავა. თქვენი დამპალი საქმე გაანადგურა და თქვენი ბოსი ციხეში გამოამწყვდია. სინამდვილეში შანსი მოგეცათ დაფიქრდეთ იმაზე თუ რას აკეთებთ. ცოლი არ გყავთ? შვილი არ გყავთ? ნეტა იცოდეთ რამხელა საფრთხეში აგდებთ მათ. კარგი, ანდრია მოიშორეთ, სხვა ადამიანი არ არსებობს ვინც შეძლებს გაიგოს თქვენი ოჯახის შესახებ? თქვენს შესახებ? ბოლოს ხომ მაინც აღმოჩნდებით მერაბის გვერდით და ინანებთ, რომ თავის დროზე არ ატარებდით მეტ დროს დედასთან, შვილთან ან ცოლთან. თქვენი დამპალი საქმის გამო სავარაუდოდ არც ის იცით რა უყვარს თქვენს შვილს და როგორ აპირებს მომავლის გაგრძელებას. და თუ თქვენ არ დაეხმარეთ მას მომავლის გაგრძელებაში, ისინიც თქვენს გზას დააწვებიან. თქვენ ბედნიერად გრძნობთ თავს აქ? არა! სწორედ ასე და უარესად იგრძნობენ თავს თქვენი შვილები. დაფიქრდით! რატომ არ შეიძლება ცხოვრების უფრო ნათელ მხარეს გადახვიდეთ. მუდმივ შარში ყოფნას არ ჯობია დამლაგებელი, ტაქსის მძღოლი, დაცვა ან სხვა რამე იყოთ. შეიძლება მდიდარი არ იყოთ, თუმცა ბედნიერები იყოთ. იმაზე მეტად, ვიდრე ახლა ხართ.

YOU ARE SO GOLDEN.Where stories live. Discover now