8.ტაბატაძე

Start from the beginning
                                    

გზა დავუთმე და ისიც შემოვიდა.

-ანდრია, სად გდიხარ?!

-სტუმართან მაინც მესაუბრე წესიერად-ანდრია მოჩვენებით გაუბრაზდა პატარა დას.

უკან დავბრუნდი და და-ძმას დავაკვირდი. ბარბარე ეხვეწებოდა ჩაგეხუტები, რომ გადამდოო, თუმცა ანდრია გვერდითაც არ იკარებდა.

-გაიცანი, ჩემი მეგობარი ტაისია.

ბარბარემ ყურადღება ჩემსკენ გადმოიტანა, ჩანთა იმ სავარძელზე მიაგდო, სადაც ჩემი ქურთუკი იდო და ჩემსკენ წამოვიდა.

-სასიამოვნოა, ძალიან ლამაზი სახელი გაქვს-ხელი გამოსწია და მეც ჩამოვართვი.

-მადლობა, შენ კიდევ ძალიან ლამაზი ხარ.

-არა, შენ ხარ ლამაზი.

ეს და-ძმა გამაგიჟებს დღეს მე.

-ორივე ლამაზები ხართ დამშვიდდით. ბარბარე თუ გშია, წადი სენდვიჩი გაიკეთე და ჭამე.

ბარბარემ თავი დაუქნია.

-თუ გინდა მე გაგიკეთებ, შენ მანამდე ხელები დაიბანე.

ბარბარე ღიმილით დამთანხმდა და აბაზანისაკენ წავიდა.

ანდრიას ღიმილ ნარევი გამომეტყველება დავაიგნორე
და სამზარეულოში ისევ დავბრუნდი.

საპურედან პური ავიღე და ოთხი ნაჭერი მოვჭერი.

ბარბარეც დაბრუნდა და ინგრედიენტები მაცივრიდან გამომიღო. პამიდორი და ძეხვი თხლად დავჭერი და სალათის ფურცელს ზემოდან დავადე. მაიონეზი და კეტჩუპი პურს წავუსვი და ზემოდან დავაფარე.

ორი ცალი სენდვიჩი თეფშზე დავუდე და წვენისთვის ჭიქაც ჩამოვუღე.

-მადლობა-მან ისევ გამიღიმა და ტელეფონში შუა ქალაქშის ყურება დაიწყო.

-გიყვარს?-თვალებით ტელეფონზე ვანიშნე.

-უსაზღვროდ.

-მეც ძალიან მიყვარს.

-ოჰო, უკვე ძალიან მომწონხარ.

YOU ARE SO GOLDEN.Where stories live. Discover now