1.ოცნებასთან ახლოს

Start from the beginning
                                    

-ალექსანდრე ძმაკაცებთანაა.

დედამ მაგიდაზე მაწვნის სუპი დამიდო და მეც ჭამა დავიწყე.

-დედა, გადავწყვიტე, რომ ატელიე გავხსნა. დავიღალე გასაუბრებაზე სიარულით. ჩემი განრიგი არავის აწყობს და დღეებს ვერ ვუთანხმებ. ჩემი როცა მექნება, ყველაფერი ჩემს გემოზე იქნება.

-კი დედი, მაგრამ ამჯერად არამგონია ფულის ის რაოდენობა რაც გჭირდება, ხელში ჰქონდეს მამაშენს.

- ალექსანდრეს სახელზე კრედიტს ავიღებ და შემდეგ ნელ-ნელა გადავიხდი ატელიეს შემოსავლით.

-მოდი ამაზე მაშინ ვისაუბროთ, როდესაც გიორგი და ალექსანდრე სახლში მოვლენ. შენ მანამდე იმეცადინე.

-ბევრი არაფერი მაქვს ხვალისთვის. მხოლოდ ორი ლექცია მაქვს.

თავი დამიქნია და გამიღიმა.

სხვენის კიბეს ავუყევი, რაც უკვე ჩემს ოთახად იყო გადაკეთებული და შიგნით შევედი. თვალი კიდევ ერთხელ მოვავლე, კედელს, რომელზეც ახალი დასრულები მქონდა ყველა ჩემი საყვარელი ჯგუფის, მომღერლის, თუ მსახიობის პლაკატის გაკვრა.  ნათურები ავანთე, რომელიც ზემოდან მქონდა ჭიკარტებით მიმაგრებული.

ტანზე სწრაფად გამოვიცვალე და ფანჯრის დიდ რაფაზე, წიგნებით   ხელში შემოვჯექი.

დაახლოებით  ერთ საათში ქვემოთ ვიყავი და მამას და ალექსანდრეს მოსვლას ვუცდიდი.
ჯერ ალექსანდრე მოვიდა და ხელების დაბანის შემდეგ ზედ არ შემომხედა, ისე შევიდა სამზარეულოში და სასადილოთ მაგიდას მიუსკუპდა.
-გამარჯობა ალექსანდრე-სამზარეულოში შევყევი და წყლის ჭიქით ხელში მის წინ დავჯექი.

-სალამი, ტაის.

-სად იყავი?

-ბექასთან.

-მარიამი სახლში იყო?

მან უარყოფის ნიშნად თავი გააქნია და დედას დადებულ ჯამს, სადაც მაწვნის სუპი ესხა ამრეზით შეხედა.

YOU ARE SO GOLDEN.Where stories live. Discover now