-ნუ ღელავ, სამინისტროში უკვე გაიგზავნა ზარი, სადაცაა უნდა მოვიდეს ელექტროობა.

-ღვთის წყალობით ასე იქნება, თორემ ჩემი უფროსის რისხვა-გინებას ვინ გადაურჩება. _ დახლზე ხელი დავაპარტყუნე და დახლს მომღიმარმა გავეცალე.

უკვე სული მეხუთებოდა აქ ყოფნით, მოტელის კედლები მეგრიხებოდა და მეუშნოებოდა, მეთქი ამ ამინდს რა ვუთხარი. ჯიბიდან სიგარის კოლოფი ამოვაცურე, კოლოფიდან ერთი ღერი, ბაგეებს შორის მოვამწყვიე, გავუკიდე და  ჰოლისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ ცარიელ სავარძელში ჩავჯექი, ჟურნალის მაგიდიზე ფეხები შემოვაწყე და გავაბოლე.

-აქ მოწევა არ შეიძლება, ბატონო.

მეთქი,რა ხდება? თვალები ზემოთ მივმართე და ჩემ წინ დაყუდებულ,
ქერა ქალს მზერა გავუსწორე. ზოგადად, ადამიანის ფიზიონომიის აღწერით არ ვიყავი შეპყრობილი, მაგრამ მისი წითელი ტუჩსაცხი და შავად შეღებილი ქუთუთოები, თვალს მჭრიდა, ყელთან კოხტად დაბრძანებული თეთრი ბაფთა ეკეთა, იმავე ფერის პერანგზე ამოკერებული და მუხლებამდე მოდგმული, მოლურჯო ქვედაბოლო ეცვა, ისეთი სექსუალური იყო, დამავიწყდა მხოლოდ ლამაზ ბიჭებზე რომ მიდგებოდა. არა, შესწორება: მხოლოდ ლამაზ თეჰიონზე რომ მიდგებოდა. ეს ადრე იყო და ალბათ, ეს ქალი, ბატონ უფროსს ძალიან მოეწონებოდა.

-გთხოვთ, მოტელის წესებს ნუ არღვევთ და უბრალოდ ჩააქრეთ სიგარა. თუ ასე არ მოიქცევით, ძალის გამოყენება მომიწევს.

-ხოდა გამოიყენე.

-უკაცრავად?

-თქვენი სიტყვები, ეჭქვეშ მოამწყვდიეთ, ქალბატონო?

-შემიძლია მოტელის ადმინისტრაციას მოვუხმო და დაგაჯარიმოთ!

-იმ საყვარელ პორტიეს?

-სიტყვაზე მენდეთ, რომ ამას გავაკეთებ.

blood and sperm all over the place Where stories live. Discover now