გამოიდარებს

48 3 21
                                    

სახლში შესულს სოფომ კარი გადაკეტა. უცნაურად გამომხედა და მეც გავშეშდი, მომიახლოვდა, გვერდი ამიარა და მისაღებში გავიდა. მეც უკან გავყევი ვიფიქრე ალბათ როგორც ყოველთვის ცუდ ხასიათზე არაინთქო, მაგრამ შევცდი... მისაღებში დივანზე მამაჩემი იჯდა თავზე ხელებშემოლაგებული და ქანაობდა. ნერწყვი გადავყლაპე, თითქოს წინასწარ ვგრძნობდი რაც მოხდებოდა მაგრამ თან არ მინდოდა ამაზე მეფიქრა.

- დაჯექი. გამყინავმა ხმამ ბრძანება გასცა მე კი ინსტიქტურად დავემორჩილე.

- მმმ მშვიდობაა? რა სახეები გაქვთ? ხმა აკანკალებულმა ვკითხე ,,მშობლებს,,. სოფო ოთახში ბოლთას სცემდა, მამა კი თვალებში მიყურებდა, მაგრამ ვერ გავიგე რას გრძნობდა... შიშს? ბრაზს? ზიზღს? რა ჯანდაბა ხდება? ყველაფერი გაიგეს?.

- ეს ყველაფერი სიმართლეა? ეს ყველაფერი სიმართლეა? დაიწივლა სოფომ.

- რრრრ რაზე ამბობთ არ ვიცი. სოფომ კარადა გამოაღო და ფოტოები აიღო, მომიახლოვდა და სახეში შემომაყარა. ერთ ერთი ფოტო ავიღე და დავხედე... ჩემი და ლევანის კოცნის ფოტო იყო, უკან კი წარწერა ჰქონდა. ეს ის დღეა როცა თქვენ შვილმა ყველას წინაშე აკოცა ლევანს და შეგარცხვინათ. ცრემლები წამომივიდა მაგრამ ეს სირცხვილისგან არ ყოფილა. ნელა და შეუმჩნევლად შევხედე მამაჩემს. ფეხზე იდგა და იცინოდა... ცრემლებმა უფრო იმატა, შიშისგან არ ვიცოდი სად უნდა გავქცეულიყავი, ადგილზე მივიყინე და მანამ ვერ გამოვფხიზლდი სანამ სოფომ სახეში არ შემომარტყა. ტკივილის ნაცვლად სახის წვა ვიგრძენი. ფეხზე წამოვდექი და გაქცევა დავაპირე როცა მამაჩემი თმებში მწვდა და ძირს დამაგდო. ზედ შემადგა და დაიღრიალა.

- ხომ გაგაფრთხილე თუ შემარცხვენ დედას მოგიტყნავთქო. მაშინ უნდა გამეჩერებინე როცა ყველაფერის გაპარსვა დაიწყე. ზუსტად მაშინ შევცდი როცა დედა არ გიტირე. მოდი აქ ქალო. ახლა სოფოს დაუღრიალა. ეს ნაბიჭვარი შენი გაფუჭებულია, ვერ გამოდექი კარგ დედად.

ყველაფერი იწყება ჩვენით( დასრულებული)Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin