ფენიქსი

48 8 8
                                    

ერთადერთი ფიქრი რაც კი თავში მიტრიალებდა იყო ის რომ გამომიყენეს. მეგობრებმა, შეყვარებულმა, ახლობლებმა და ყველა იმ ადამიანმა ვისაც კი ოდესმე ვიცნობდი. ჩემს ოთახში ვიწექი და ერთ კონკრეტულ წერტილს ვუყურებდი გაშტერებული. ვფიქრობდი ყველა მოხდენილ ამბავზე მაგრამ გამოსავალს და ხსნას ვერ ვპოულობდი. ტელეფონი არ ჩერდებოდა, ლევანი თაკო ზენონი ელენე მარი რიტა ლუკა ვაჟიკო და კიდევ ჩემი სკოლის ნახევარი მირეკავდა და მწერდა. ტელეფონი ლამაზად ციმციმებდა მაგრამ არც კი ვუყურებდი. მეორე დღეა ჩემი საწოლიდან არ ავმდგარვარ, ღამღამობით როცა ვიცი რომ ყველას სძინავს ტვალეტში გავდივარ ხოლმე შემდეგ კი ისევ უკან ვბრუნდები. დედაჩემი მეორე დღეა გვერდიდან არ მომშორებია, საჭმელი შემოაქვს და მთხოვს ავუხსნა რა მჭირს. ორი დღეა არ ვლაპარაკობ და ასევე ორი დღეა უკვე სოციალურ ქსელს გამოვეთიშე. სამყარო ჩემთვის აღარ არსებობს. მკვდარი თევზივით დინებას მივყვები და არ მაქვს იმის ძალა რომ მას შევეწინააღმდეგო. სიყვარული რომელიც სხვისთვის ძალა ჩემთვის სისუსტე აღმოჩნდა, გრძნობა რომელსაც უნდა გავებედნიერებინე გამაუბედურა.

უამრავი შანსი ჰქონდა სიმართლის სათქმელად მაგრამ მაინც ტყუილი არჩია. ახლა ვხვდები ყველაფერს, სიცილი თამაშის დამთავრებისას რომელიც სამ ჩემს კლასელს სახეზე მოჰფენოდათ. ლევანის დაინტერესება ჩემდამი იმ დღის შემდეგ. სკოლაში გამოწვევა რომ მეკოცნა მისთვის. ვარდებით სახლში ამოსვლა, აგარაკზე ჩემი წაყვანა. პირველი სექსი ეს ყველაფერი თამაშის ნაწილი იყო. ნეტავ როდის გაუჩნდა ჩემს მიმართ ნამდვილი გრძნობები. იქნებ არც გასჩენია და ეს ყველაფერი უბრალოდ მისთვის მოსაწონ თამაშად იქცა?
იმასაც ვხვდები რატომ გაბრაზდა მაშინ ელენეს დასმულ შეკითხვაზე ,, ოდესმე ისეთ რამეს იზამ რაც ვაჟიკომ ქნაო?,, ყველაფერი მქონდა იმისთვის რომ სიმართლე გამეგო და მიმხვდარიყავი მაგრამ მე ისევ ტყუილით ცხოვრება ავირჩიე. პეტრემ ყველაფერი მითხრა მაგრამ მაინც ლევანს დავუჯერე.

ყველაფერი იწყება ჩვენით( დასრულებული)Where stories live. Discover now