მტერი თუ მეგობარი

71 10 25
                                    

დმანისში გამთენიისას მივედით ექვსი საათი იყო. ეზოში მდიდრული მანქანები ეყენა. აქ დიდი ხანია არ ვყოფილვარ, ბაღში უამრავი ლამაზი ყვავილი ხარობდა ამასთანავე ნუშის აყვავება საოცრად ლამაზი იყო. აქეთ შედარებით უფრო თბილი ამინდები აღმოჩნდა მაგრამ გამოაცხადეს ძლიერი წვიმაა მოსალოდნელიო. კარებში ბიძაჩემი დაგვხვდა და შინ შეგვიყვანა. ლიკა მდინაზე იწვა მისაღებში და ტირილისგან თვალები ჰქონდა ჩასისხლიანებული. ნიკა სკამზე იჯდა და სთვლემდამ დეიდაჩემი ოთახში ბოლთას სცემდა. დანარჩენები კი ჩვენი შესვლის თანავე მოგვაჩერდნენ. იზო ბაბუდამ ისე შემომხედა მეგონა შიშველი ვიყავი. ოთახში შევედით და დედაჩემი მაშინვე ლიკასთან აღმოჩნდა.

- დეიდას ლამაზო გოგო, რა გააკეთე. ასე რატომ მოიქეცი... ჩვენ შენ გვიყვარხარ და არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ სისხლი გვაკავშირებს თუ არა. შენ მაინც ჩემი დიშვილი ხარ.

- დეიდააა მტკივაა. ბღავილი მორთო ლიკამ სიცილი ძლივს შევიკავე და კედელზე დაკიდებულ სურათს შევხედე თითქოს მას ვუღიმოდი. ნიკას ტირილის ხმაზე გამოეღვიძა და ფეხზე წამოდგა. ჩემსკენ წამოვიდა და პიანინოს მიეწუდა ისიც.

- მთელი დღეა ასეა რაც სიმართლე უთხრეს. მითხრა ჩურჩულით.

- რომელიც უკვე იცოდა. ჩურჩულით დავუმატე მეც.

- ყველაფერი ნიკას ბრალია. აიტეხა წავიდეთ და დეენემის ტესტი გავიკეთოთო, ვევედრებოდი რად გინდა ასეთი ტესტითქო მაგრამ ძალით წამათრია. ყველამ ნიკას შეხედა და მანაც უშიშრად ხელი დაუქნია მაყურებლებს. სიცილი ვერ შევიკავე და ლიკა ახლა მე გადმომწვდა.

- რა გაცინებს, გინდა ყველაფერი ვთქვა? არ დაგავიწყდეს რომ ყველაფერი ვიცი. ისიც ვიცი რომ და მახსოვს რომ ნიკას შენ უთხარი იქნებ ლიკაა ნაშვილები და არა შენო.

- შენ ჩემზე რა შეიძლება იცოდე ლიკა? შენ ერთადერთი რაც ჩემზე იცი არის ის რომ მთელი ბავშვობა ვერ გიტან. ნიკას კიდე მართალია მე ვუთხარი ეგ ყველაფერი რადგან არწმუნებდი ნაშვილები შენ ხარ მე კი არაო.

ყველაფერი იწყება ჩვენით( დასრულებული)Where stories live. Discover now