უნდა მეპასუხა

64 8 16
                                    

კლუბის შესასვლელში ვიდექით და ველოდებოდით როდის მოვიდოდა ჩვენი შესვლის ჯერი. ამ ადგილის კედელზე ყველაზე ლამაზი რაღაც ეწერა.

,, არ გვაინტერესებს ვინ ხარ, ჰომოსექსუალი, სხვა რელიგიის მატარებელი, უცხოელი, თუ რა... ჩვენ აქ ერთი დიდი ოჯახი ვართ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება.,,

ამ წარწერას ვუყურებდით და გვეღიმებოდა. ლევანს ჩავეხუტე და ლოყაზე ვაკოცე, დიდი იმედი მაქვს ოდესღაც ისეთ საქართველოში ვიცხოვრებთ სადაც დამალვა არ მოგვიწევს განსხვავებულ ადამიანებს.
ჩვენი შესვლის ჯერიც დადგა, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ პრობლემა წარმოიქმნა, ელენე და თაკო ჯერ 18 წლისები არ იყვნენ ამიტომ დაცვამ სთხოვა აქედან მიბრძანდითო.

- ერთი წუთი იქნებ დავილაპარაკოთ. ზენონი და ლევანი დაცვისკენ წავიდნენ, გონებაში გავიფიქრე ახლა ფული არ მისცენ თორე ჩხუბი ატყდებათქო თანაც ისინი იმხელები იყვნენ ამათ გაგუდავდნენ. ამიტომ მათ წინ წავედი და ერთ ერთს გთხოვე.

- თქვენი უფროსი თუ აქაა, შეიძლება დაველაპარაკო გთხოვთ? თვალები ჩავუპაჭუნე და იმედით ველოდებოდი პასუხს.

- მისმინეთ, მესმის ახალგაზრდები ხართ და გართობა გინდათ მაგრამ ჩვენ ეს სამსახური გვჭირდება. უფროს რომ ვუთხრა ახლა არასრულწლოვან ბავშვებს შემოსვლა უნდათქო გამაგდებს.

- მისმინეთ, ჩვენ შარიანი ხალხი არ ვართ. ჩხუბს არ ავტეხთ თან მისმინეთ. ყურთან მივიწიე და ვუჩურჩულე. იმ ქერა ცისფერ თვალებიან გოგოს ხედავ? ელენე ჰქვია, ახლა ამ ადგილას მისი მეგობარი არის რომელსაც უნდა რომ სიყვარული აუხსნას. თათა ჰქვია.

- რა ჰქვია? დაიძახა ხმამაღლა...

- კარგი რა ძმაო, არ მითხრა ჰომოფობი ვარო თანაც ამ მშვენიერი კედლის ფონზე.

- ბოდიში ყვირილისთვის, აქამდე გეთქვათ რომ ქალბატონი თათა თქვენი ახლობელია.

- ქალბატონი?

- დიახ, ამ ბარის მენეჯერი მისი მეგობარია.

ყველაფერი იწყება ჩვენით( დასრულებული)Where stories live. Discover now