მოულოდნელობა

42 6 7
                                    

ყველაფერი მზად იყო, გასვენება ხვალ იქნება... ორი დღის წინ ლექსო ბაბუას გარდაცვლილი სხეული ვიპოვეთ ერთ ერთ სავადმყოფოში, ლევანმა და ზენონმა ყველაფერი მოიმოქმედეს იმისთვის რომ ის ჩვენთვის გადმოეცათ მაგრამ ოჯახის წევრი უნდა ვყოფილიყავით თურმე, ამიტომ მოგვიწია მისი ოჯახის წევრების ძიება და საბოლოოდ მისი დიშვილის შვილი ვიპოვეთ გვანცა. თავიდან იუარა მე მაგ კაცს საერთოდ არ შევხვედრივარ და რა ვიცი რომ ეგაა ბაბუაჩემიო. საბოლოოდ კი დაგვეხმარა, დაკრძალვაზე ვთხოვე მისი ნათესავებიც მოეყვანა რადგან ლექსო უკანასკნელ გზაზე უნდა გაგვეცილებინა. გვანცა არ იყო ცუდი გოგო ჩემზე სამი წლით დიდი თუ იქნებოდა, მომღიმარი მშვენიერი ჯერ არ მინახავს ადამიანს ღიმილი ასე ამშვენებდეს. ცისფერი თვალები ჰქონდა ისეთი როგორზეც ბაბუ იტყოდა ხოლმე თუ მასში ჩაიხედავ ყველაფერს დაინახავ რასაც კი მის უკან მალავენო.

ადამიანის ცხოვრება მცირეა, მაგრამ უფრო მცირე ჩანს როცა კარგი მოგონებები არ გაქვს. ლექსო ბაბუამ მთელი მისი ცხოვრება ცალმხრივი სიყვარულით გაატარა მეგობრის გვერდით. მარტო მოკვდა მშობლებისგან და ახლობლებისგან შორს. არავინ იცოდა მისი ორიენტაციის შესახებ მაგრამ ის მაინც არ მოუძებნიათ. მისი მშობლები დიდი ხნის დაღუპულები იყვნენ, ერთადერთი და ყავდა ციცხალი რომლეიც მასზე 14 წლით იყო უმცროსი. ის მასთან ერთად არ გაზრდილა რადგან ის ნახევარდა იყო, მამა ჰყავდათ საერთო. მის შესახებ არასდროს არ უთქვამს არაფერი, მაგრამ გვანცა ამბობს რომ დედამისი მას ხშირად იხსენებს ხოლმე.

მისი მეგობრები მოვიძიეთ მაგრამ არავინ აღმოჩნდა ცოცხალი, მხოლოდ მისი ნათესავები და ჩვენ დავრჩით. გასვენების დღის წინა ღამეს მის კუბოსთან ვიჯექი და ვუყურებდი გაყინულ ლექსოს.  მას მხოლოდ და მხოლოდ ბედნიერი ცხოვრება სურდა, სხვა არაფერი... სიყვარულში არ გაუმართლა მაგრამ ის ყოველთვის ამბობს ეს ჩემთვის დიდი გამოცდილება არისო.

ყველაფერი იწყება ჩვენით( დასრულებული)Where stories live. Discover now