message

91 9 1
                                    

-რა გავაკეთე, ღემრთო ჩემო რა ჯანდაბა გავაკეთე. ოთახში ნერვულად ვცემდი ბოლთას.

-ეს დღე ჩემი ცხოვრებიდან უნდა ამოვშალო!. ღმერთო ჩემო რა ჯანდაბა მჭირს, ხალხის წინაშე ვაკოცე ადამიანს რომელზეც ყველამ იცის რომ ვერ ვიტან და ამავე ადამიანს ჩავეხუტე შუა ქუჩაში.

-რა მოხდება თუ ვინმემ დამინახა და მშობლებს მიუტანენ ენას, ნამდვილად მომკლავენ და რისი თქმა შემიძლია მე. -დედა მამა ეს ის არა რაც თქვენ იფიქრეთ, უბრალოდ კლასის წინაშე იმ ბიჭს ვაკოცე რომელსაც ვერ ვიტან და ასევე იმ ბიჭს ქუჩაში სახალხოდ ჩავეხუტე.

ვინ დაიჯერებს, გაგიჟება შეიძლება რატომ ვარ ასეთი სულელი არ ვიცი რა გავაკეთო.

ამ ფიქრებში გართული დავდიოდი ოთახში როდესაც დედაჩემა შემოიხედა და მითხრა.

-ორი წუთი გამოდი, მამაშენს და მე სალაპარაკო გვაქვს.

-ოო არა.

ღმერთო ჩემო რატომ ავიკვიატე ეს ორი სიტყვა, ვერ ვაკონტროლებ როდის ვიყენებ ამ სიტყვებს.

როდესაც ოთახში შევედი მამაჩემი იცინოდა შესაბამისად ცოტა გულზე მომეშვე შემდეგ კი ვუთხარი

-რა ხდება რატო მეძახდით.

-დმანისში მივდივართ და რას იზამ
წამოხვალ? ვიცით რომ არ გიყვარს ხალხმრავალობა ასე რომ არ გაძალებთ.

აი როგორც უკვე ვთქვი არსებობს მომენტი როცა ჩემს მშობლებზე გამგები მშობლები არ არსებობენ მაგრამ არსებობს მომენტი როცა ვერ ვიტან მათთან დიალოგს.

-მშვენიერია, მაშინ არ წამოვალ, როდისთვის ჩამოხვალთ?

-ხვალ გვიან წამოვალთ, დედი რაღაც უნდა გთხოვო. სახლის დალაგება ვერ მოვასწარი და შეგიძლია ცოტა ხელი შეავლო სანამ წასული ვიქნები?

-სხვა რა გზაა. ვთქვი მაგრამ ძალიან გამიხარდა. დიახ გამიხარდა რომ სახლი დასალაგებელია. ჩემთვის იდეალური დამშვიდების გზაა სახლის დალაგება. ახლა კი გამიმართლა რადგან მარტო ვარ სახლში და სახლი დასალაგებელია.

ყველაფერი იწყება ჩვენით( დასრულებული)Where stories live. Discover now