არ უნდა დამელია.

88 9 3
                                    

- რა მოხდა?
- როგორი ოთახია?
- შენ რატომ შეგიშვა?
- ერთად ხართ?
- სექსი გქონდათ უკვე?
- უთხარი სიტყვა მიყვარხარ?
- რატომ არ გვცემ პასუხს.
- მისი პენისი ნახე?

- საკმარისია, თქვენ მე ვინ გგონივართ.
ჩემ წინ არსებული კონიაკის ბოთლი ავიღე და მივიყუდე, ღმერთო ყველაფერი დამეწვა მაგრამ სანამ ნახევარი არ დავცალე მაინც არ გავჩერდი. შემდეგ კი მაგიდაზე დავახეთქე.

ჩემდა გასაკვირად არ გატყდა მაგრამ სამაგიეროდ ყველას გაჩუმება მოვახერხე. მიუხედავად იმისა , რომ ფეხზე ვეღარ ვიდექი მაინც ვთქვი ჩემი სათქმელი.

- თქვენ რა გგონიათ იმ ადამიანს დავუწვები ვისაც რამოდენიმე დღის წინ ხალხში ვუყვირე რომ ვერ ვიტანდი?

- არა, ჩვენ გვგონია რომ შენ იმ ადამიანს დაუწვები ვისაც კლასში აკოცე და აქ მოხვედი მასთან ერთად.

- მართლა ვაჟექს?

ეს სახელი იმდენად სასაცილოდ წარმოვთქვი მე თვითონაც გამეცინა.

- დავამთავრეთ თამაში? რადგან მე არ ვაპირებ ამასთან თამაშის გაგრძელებას. მეტისმეტად დათვრა.

- კარგი კარგი, ლევან გამოდი ორი წუთი სად წახვედი?

შეიძლება ბუნდოვნად ვხედავდი მაგრამ მაინც დავინახე როგორ შემოვიდა ლევანი ოთახში და მაკვირდებოდა.

- რა ხდება? დათო კარგად ხარ?

- დამშვიდდი კარგადაა, ვინ სად ვიძინებთ. 7 საძინებელი და 8 ადამიანი ვართ.

- მე მარტო მინდა ძილი.( წამოხტა ელენე)

- მეც ( აყვა ლუკა)

- არც მე ვაპირებ ვინმესთან ერთად წოლას ( ვაჟიკოც არ ჩამორჩა)

- ნუ თავისთავად მეც მარტო მიწევს ძილი( თქვა ზენონმა)

- დათო მაპატიე მაგრამ მეც მარტო მინდა ძილი ( თაკოც არ ჩამორჩა)

- ბოდიშით მაგრამ მგონი ისედაც იცით რომ მეც მარტო მინდა ძილი.( მარტა რასაკვირველია)

ყველაფერი იწყება ჩვენით( დასრულებული)Where stories live. Discover now