შეპატიჟება

126 15 8
                                    

- დიდხანს აპირებ ასე დგომას?
ლევანის ხმამ გამომაფხიზლა.

- შემოდი, თავი ისე არ იგრძნო როგორც საკუთარ სახლში.

პასუხად მან გამიღიმა.

მისაღებში შევედით ის მდივანზე დაჯდა მე კი სავარძელში, რამოდენიმე წუთი მე მიყურებდა შემდეგ კი ჩემ მზერას გააყოლა თვალი და მითხრა.

- ლეგენდა არსებობს იცი? თუ იმ ადამიანთან ვისთანაც ცუდი ურთიერთობას გაქვს 101 წითელ ვარდს მიიტან ურთიერთობა გამოსწორდება, უნდა ეს მას თუ არა.

- და შენ რა ამ ლეგენდის გჯერა?

- მე ჩემი თავის მჯერა, ვიცი რომ თუ ვეცდები აუცილებლად მივიღებ იმას რასაც მინდა.

ამ ნათქვამის გააზრების მომენტში სახე შეეცვალა, ირონიული ლევანიდან თბილ და მზრუნველ ლევანიდ იქცა.

- მომიტანე ის რაც გთხოვე?

- გამიკეთებ იმას რასაც შემპირდი?.

- პირველი მე გკითხე!.

- ბავშვი ხარ? პირველი შენ იყავი თუ მე რა მნიშვნელობა აქვს? გამიკეთებ იმას რასაც შემპირდი თუ გაიმეორებ იმას რაც სკოლაში გააკეთე?

ის იმდენად ახლოს იყო ჩემთან მის სუნთქვას ვგრძნობდი. მისი ხელი ჯერ ჩემ ლოყაზე დასრიალებდა შემდეგ კი ჩემ ტუჩებზე. არ შემეძლო ხელი მეკრა, შევწინააღმდეგებოდი. მსურდა რომ ეს წამი სამუდამოდ გაგრძელებულიყო. ერთი წამის შემდეგ კი მე მის კალთაში აღმოვჩნდი, ჩემი სხეული მას ეკვროდა, მისი ხელები ჩემ ზურგზე დასრაილებდა. კიდევ ერთი წამიც და ჩვენი ტუჩები ერთმანეთს შეეხო, ეს იყო ყველაზე ცხელი კოცნა, ყველაზე ვნებიანი, ლევანი ცდილობდა კოცნა გაეღრმავებინა მაგრამ მე არ შემწევდა იმის ძალა რომ შემეჩერებინა. ახლა მას ხელები ჩემ საჯდომზე ჰქონდა მოკალათებული. ცდილობდა შიგნით შეეღწია და ეს გამოუვიდოდა კიდეც ,რომ არა ტელეფონის ზარი.

Missing call: მამა

ლევანის სწრაფად მოვშორდი, ტუჩები შევიმშრალე, შარვალი და მაისური გავისწორე და ტელეფონი ხელში ავიღეე.

ყველაფერი იწყება ჩვენით( დასრულებული)Where stories live. Discover now