მოხუცს უკეთ ეცოდინება.

45 9 11
                                    

- ყველაფერი ასე იყო ზენონ! შენი აზრით, ეს უნდა დავიჯერო?

- იმის გამო იჩხუბა რომ დაახლოვება უნდოდა? ეს მგონი ძაან აფსურდია. გუშინ ელაპარაკე?

- ტელეფონზე მირეკავდა მაგრამ სკოლის მერე ეგრევე სახლში წავედი. არ მინდოდა ისევ ტყუილების მოსმენა. ის ხომ შემპირდა საიდუმლოები არ იქნებაო?

- ვახხ არ ვიცი რა უნდა ქნა მართლა! საქმეები მაქვს კომპანიაში წამოხვალ? მოვრჩები და მერე წაგიყვან სახლში.

- არა იქ ხელის შეშლის გარდა ვერაფერს გავაკეთებ. თან თაკოს უნდა შევხვდე აღმოჩნდა რომ მე უნდა დავგეგმო სკოლის გამოსაშვები საღამო.

- ისე რა აჭამე იმ ხალხს რომ შენ აგირჩიეს?

- მხიარული ადამიანი არისო. გამაგიჟებენ და მერე ნახავენ. ან ის გამაგებინე რანაირად უნდა დავგეგმო გამოსაშვები საღამო მე? არ შეიძლება სხვა სკოლებივით ბანკეტი და ბოლო ზარი გავაკეთოთ? მაგრამ არა ესენი ხო ფოეფოე სასტავი არიან.

- ძვირი ჯდება?

- დირექტორი აფინანსებს.

- მართლა? უცნაური და რატომ არ იცი?

- არ ამბობს მაგრამ მგონია სურს სამინისტროში ქულები დაიწეროს.

- კაი მელაა ეგეც. მოკლედ ახლა წავედი და მოგწერ მუშაობას რომ დავასრულებ.

- კარგი მაშინ, გადავალ უკვე. თაკოს მოგიკითხავ. კარი გავაღე და სირბილით წავედი. სახლში ასვლის თანავე დედაჩემის სახეს წავაწყდი. მისაღებში გამიყვანა და რას ვხედავ. ნახევარი სანათესაო მისაღებშია.

- გგ გამარჯობა.

- მოვიდა ჩვენი ვარსკვლავ ბიჭუნააა.

- ხო მშვიდობაა ასე უცებ რატო
ჩამოხვედით?

- ახალი ამბები გავიგეთ დედი და დეტალები შენგან გვინდა გავიგოთ.

- რა ახალი ამბავი.

- თურმე შეყვარებული ყოფილხარ და ორი თვის უკან გიჩხუბიათ. ისეთ დღეში ჩავარდნილხარ ერთი კვირა საჭმელს არ ჭამდი.

ყველაფერი იწყება ჩვენით( დასრულებული)Onde histórias criam vida. Descubra agora