ბალანსი

52 6 17
                                    

სავადმყოფოში გავიღვიძე, თვალების გახელის თანავე დავინახე მდივანზე სავარძლებზე და იატაკზე მწოლიარე მეგობრები. ყველას ეძინა გარეთ კი ღამე იყო. ხელებზე ბინტი მქონდა გადაკრული და მთელი სხეული გაბუჟებული მქონდა. ჩემს გვერდით ლევანი იყო. სკამზე იჯდა მაგრამ თავი ჩემს საწოლზე ედო და მშვიდად ეძინა. ვცადე ყველაფერი გამეხსენებინა რაც მოხდა მაგრამ არაფერი ახალი არ გამხსენებია. ლევანს თმებზე შევეხე ისე რომ არ ეგრძნო. დიდი ხანია ასე არ მინახავს. ჩემს გვერდით მშვიდად მძინარე. ზენონს და თაკოს ჩახუტებულებს ეძინათ. ასე იყვნენ რიტა ლუკა მარიამი და ვაჟიკოც. მხოლოდ ელენეს ეძინა ცალკე უზარმაზარ მდივანზე წამოწოლილი. ორ ორს იატაკზე და სავარძელში ეძინათ და მარტო ელენეს უზარმაზარ მდივანზე. წარმოვიდგინე რაც მოხდა აქ, ალბათ ელენემ თქვა თქვენ ერთმანეთს გაათბობთ მე რა ვქნა ავდგები და მე დავწვებიო. ვაჟიკო იბუზღუნებდა მაგრამ ელენეს მაინც ვერ აჯობებდა.

ალექსმაც მომატყუა, ლიკასთან იყო მთელი ეს დრო შეკრული და ცდილობდა ყველაფერი გაეგო ჩემზე, რაც ნაწილობრივ გამოუვიდა. მეც ვერ ვარ რააა როგორ დავიჯერე რომ ტრანსგენდერი და ყავდა, მოძალადე მშობლები და კიდევ რავიცი რა აღარ თქვა. ანუ შეიძლება ყოლოდა მაგრამ მაშინ ასეთი მშვიდი არ იქნებოდა. ახლა ის უფრო მაინტერესებს რა უთხრა ასეთი ლიკამ ლევანს რომ ასე იქცეოდა, ის რომ ალექსთან ვღალატობდი? ამას არ დაიჯერებდა ასე მარტივად, რაღაც აჩვენა ან უთხრა. პლაკატებზეც რაღაც მოატყუა. მაგრამ რა?

- გაიღვიძე? თვალები მოიფშვნიტა ელენემ და მე შემომხედა. თითით ვანიშნე ჩუმად არ გააღვიძოთქო და მაშინვე პირზე ხელი აიფარა. უკეთ ხარ?
- ამ ხელს ვერ ვგრძნობ, ისე მგონი კარგად ვარ. ვუთხარი ჩურჩულით.

- ვენების გადაჭრა რამ მოგაფიქრა. მესმის რთულია გაუმკლავდე რაღაცას მაგრამ თავის მოკვლა? ეს სიგიჟეა.

- იცი ადამიანების 80 პროცენტი რატომ იჭრის ვენებს თავის მოსამლავად?

ყველაფერი იწყება ჩვენით( დასრულებული)Where stories live. Discover now