Truth or dare

122 12 4
                                    

თაკოს ხმამ გამომაფხიზლა.

-დათო, ვინ ამოგივიდა მითხარი რა გთხოვ, და მეც გეტყვი.

პირი გავაღე რათა მეთქვა ლევანის სახელი მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე, ყველაფერს მივცემდი ოღონდ ლევანი არ ამომსვლოდა. ადამიანს რომლის დანახვაც კი მაღიზიანებს, საჩუქარი უნდა ვუყიდო. ვიცოდი ,რომ საშინელი ბედი მქონდა მაგრამ ამას ნამდვილად არ მოველოდი. 27-დი თანაკლასელი დან მაინც და მაინც ლევანი.

-თაკო, იცი მგონი ჩემი ბედი დამცინის.

-ლევანი ამოგივიდა?! მითხრა ჩურჩულით.

თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. შემდეგ კი შემავედრებელი თვალებით შევხედე და ჩურჩულით ვუთხარი.

-მოვიფიქრე, გამიცვალე გთხოვ. არ ვიცი ვინ ამოგივიდა მაგრამ გამიცვალე. ნებისმიერ სურვილს შეგისრულებ გაცვლის სანაცვლოდ.                      უბრალოდ მომეცი ეგ დედააფეთქებული ქაღალდი.

- დამშვიდი, საჩუქარი უნდა მისცე და ვსიო არაფერი ისეთი არ მოხდება მაგით.

ეს ჩემი ბოლო დიალოგი იყო სკოლაში.     
ზარის დარეკვამდე ათი წუთი იყო დარჩენილი როცა დავინახე ლევანი, ვაჟიკო და ლუკა როგორ ლაპარაკობდნენ რაღაცაზე და ჩემი მიმართულებით იყურებოდნენ, ვერ მივხვდი რა ხდებოდა მაგრამ დიდად ყურადღება არც მიმიქცევია.

ზარი დაირეკა დავემშვიდობე ყველას და სახლისაკენ გავეშურე. გზაში როგორც ყოველთვის მუსიკებს ვუსმენდი და ვფიქრობდი რა უნდა მეჩუქებინა იმ ადამიანისთვის ვისთვისაც არაფერი მემეტებოდა.
სახლში შესვლის თანავე დედაჩემი დავინახე რომელიც სამზარეულოში ფუსფუსებდა, ვკითხე რა გვექნებოდა სადილად და ჩემ ოთახში შევედი.

თუ ვინმე ოდესმე მთხოვდა საკუთარი ოთახის აღწერას აუცილებლად მოვატყუებდი. ვეტყოდი რომ ეს არის ჩემი პირადი სამოთხე დედამიწაზე, ნათელ ფერებში, და უამრავი განათებით, კომპიუტერითა და ერთი უზარმაზარი საწოლით.

ყველაფერი იწყება ჩვენით( დასრულებული)Where stories live. Discover now