მოვკლავ

39 5 12
                                    

( ლევანი )

ერთი თვისა და ოცი დღის შემდეგ.
სამყარო სხვანაირია საყვარელი ადამიანის გარეშე, თითქოს აღარ აქვს მნიშვნელობა რა მოხდება საერთოდ, ვის რა სურს ისიც კი აღარ მაინტერესებს. სკოლის გამოსაშვები საღამოც გავიდა, მაგრამ არც იქ არ ვყოფილვარ. ყველა ერთობოდა მე კი ამას ვერ ვაკეთებდი. სამყარო დათოს გარეშე აგრძელებდა ცხოვრობა მე კი ამის ძალა არ მქონდა.

უკვე თვეზე მეტია რაც დათო კომაშია, ყოველ დღე მის გვერდით ვარ, მაგრამ დღითი დღე ვგრძნობ როგორ მშორდება. ექიმები ამბობენ გადარჩენის შანსი ძალიან მცირეა მაგრამ იმედი არ დაკარგოთო. თაკო მე და ზენონი ფაქტიურად სავადმყოფოს პალატაში ვცხოვრობთ. სკოლა დავამთავრეთ მაგრამ დათომ ალბათ ესეც არ იცის. ზოგიერთი ექიმი გვეუბნება თქვენი ესმის მაგრამ არ რეაგირებსო, ზოგი კი პირიქით ამბობს თქვენი მაინც არ ესმის და ტყუილად ელაპარაკებითო.

დათოს მშობლები ხშირად მოდიან აქ, მაგრამ უფრო ხშირად ერთმანეთს არ ვხვდებით. დეიდაშვილები ლიკა და ნიკა დროებით მათთან გადმოვიდნენ რადგან არ სურთ მარტო დატოვება თანაც ჩვენ ვიძიებთ დათოს დაჭრის საქმეს. მშობლებმა ზენონს აუკრძალეს დათოსთან ურთიერთობა მაგრამ ლიკამ და ნიკამ მოიფიქრეს ასეთი რამე, მეგობარზე ნერვიულობდა და მას ნერვული აშლილობა აქვს ყველაფერს ამბობს რაც კი ჰგონია მაგ დროსო. ღმერთს მადლობა არ იცოდნენ სინამდვილეში რა იყო ნერვული აშლილობა.

5 კაცისგან გუნდი შევიქმენით და ვცდილობდით გვეპოვა დამნაშავე და ის ვინც მის უკან იდგა. კამერის ჩანაწერები ვნახეთ და იმ დღეს არავინ შესულა და გამოსულა იმ დროს როცა დანაშაული მოხდა. უცნაური შემთხვევაა... ეს თავდასხმა წინასწარ დაგეგმილი იყო, მკვლელი წინასწარ შევიდა და რომელიმე მეზობელთან დარჩა მაგრამ წინა დღეს თითქმის 56 ადამიანი შევიდა კორპუსში და 56 გავიდა. მეზობელიც დავკითხეთ მაგრამ არაფერი უცნაური არ შეგვიმჩნევია თან ქალი ორსულად იყო და არ გვინდოდა გვენერვიულებინა.

ყველაფერი იწყება ჩვენით( დასრულებული)Where stories live. Discover now