360 გრადუსი

85 11 4
                                    

ტელეფონი ავიღე და საათს დავხედე.

04.30 AM

გუშინდელი დღის შემდეგ, ენერგია აღარ მქონდა. ავდექი, სპორტულები ჩავიცვი და გარეთ გავედი. მისაღებში ტელევიზორთან ჩაძინებულ მამაჩემს წავაწყდი. გვერდი ჩუმად ავუარე და მთელი სისწრაფით დავეშვი კიბეებზე.
მტკვრის სანაპიროსკენ მინდოდა წასვლა ,მაგრამ ამხელა გზას ვერ გავივლიდი, თანაც სკოლაში ცხრაზე უნდა ვყოფილიყავი. ამიტომ კორპუსთან მდებარე პარკში შევედი. მიყვარს ადგილი სადაც მხოლოდ მე ვარ. მაგრამ ამ შემთხვევაში სკამზე ჩამომჯდარი მოხუცი შევამჩნიე. ინტერესით მიყურებდა და თბილად მიღიმოდა. ამიტომ გამოლაპარაკება გადავწყვიტე.

- ბაბუ შეიძლება აქ ჩამოვჯდე?

- კი , შვილო მაგას რა კითხვა უნდა.
სკამზე დავჯექი და მოხუცს შევხედე. დანაოჭებული სახე, დარდიანი თავლები და აკანკალებული ხელები შევამჩნიე. ალბათ რამდენ დარდს იტევს, ალბათ როგორ სტკივა. ჩემდა გასაკვირად ეს ბაბუ სხვებს არ ჰგავდა. არც კი მიყურებდა კითხვების დასმა ხომ ზედმეტია.

- ბაბუ გინდა რამე დავლიოთ? მე დაგპატიჟებთ!

არც კი უთქვამს და არც არა. ამიტომ წავედი და ორი ყავა მოვიტანე.

- მადლობა შვილო.

- ბაბუ ცუდად არ გამიგო , მაგრამ აქ მარტო რატომ ზიხარ?

- ვფიქრობ ბაბუ, ვფიქრობ. შენ რა გინდა აქ? როგორც წესი შენხელა ბიჭები ან ახლა მიდიან სახლში კლუბიდან ან კიდევ გათიშულებს სძინავთ.

- რთულია გასართობად წახვიდე მაშინ, როდესაც არც საშვალება გაქვს და არც ნერვები!

- ნერვები?

- არ გიცნობ ბაბუ, ამიტომ ბრმად გენდობი და მოგიყვები იმას რაც მაწუხებს. შეიძლება?

- რასაკვირველია. თბილად გამიღიმა.
არ ვაპირებდი ისეთი რამე მეთქვა რასაც ვინანებდი. მაგრამ ლაპარაკი მჭირდებოდა, ეს კაცი კი ერთადერთი იმედია იმისა რომ არ გავგიჟდე.

ყველაფერი იწყება ჩვენით( დასრულებული)Where stories live. Discover now