ისტორია.

75 9 7
                                    

_______________________
ლევანის ისტორია:

დილით ნაადრევად გამეღვიძა და დავინახე ჩემზე მოწებებული დათო.

ისე მეხუტებოდა თითქოს ჩემი გაშვება არ სურდა. ძალიან საყვარელია. გუშინდელი ღამე, ეს ძალიან საინტერესოა. მეუბნება რომ ვერ მიტანს, ვეზიზღები ,მაგრამ მზადაა ჩემთან სექსისთვის.

რატომ არ მქონდა სექსი? რატომ შევიკავე თავი? ის ყველასგან განსხვავდება, რაღაც სხვა ემოციას აღძრავს ჩემში როცა ჩემს გვერდითაა. მსურს რომ ჩემი გახდეს, შემეძლოს მისი შეხება მაშინ როცა მომინდება. მსურს ერთად ვჭამოთ, ერთად დავიძინოთ, ერთად ვიცინოთ და ერთად ვიტიროთ.

რა ჯანდაბის ხმაა, ტელეფონის? ამ დილა ადრიან ვინ უნდა რეკავდეს? აი ისიც გაიღვიძა მძინარე მზეთუნახავმა. ღმერთო რა საყვარელია. სიცილს ვერ ვიკავებ.

ახალი გაღვიძებულიც კი მეუხეშება, მაგრამ მაინც საყვარელია. ტელეფონზე ლაპარაკისას მოსმენილის გააზრებით შოკში ჩავარდი. ის რა ოჯახური შევიწროვების მსხვერპლია? რა უნდა ვუთხრა რა უნდა გავაკეთო რომ დავამშვიდო. ბალიშში ჩარგო თავი, ტირის? უი არა ყვირის.
როგორც იქნა გამბედაობა მოვიკრიბე და გავამხიარულე. ახლა ჩასვლის დროა, ადგომისას შევამჩინე როგორც მიყურებდა. ალბად ფიქრობს რომ შემდეგ ჯერზე შანსი აღარ უნდა გაუშვას ხელიდან.

ჩემდა გასაკვირად აღმოჩნდა რომ ყველას ეღვიძა და მდივანზე ეყარნენ ოღონდ პირდაპირი მნიშვნელობით.
სამზარეულოში გავედი რათა დამერეკა პიცერიაში მაგრამ ხმაური შემომესმა, გარეთ გასულს ფერდაკარგული დათო და მომღიმარი ელენე დავინახე.

- რა ხმაურია. რა ხდება?

- რა ხდება გაინტერესებს? ელენე შენს შეყვარებულს განიხილავს. რომელიც შენ არ გიხსენებია გუშინ ღამე როდესაც ერთად გვეძინა!

ჯანდაბა რა სულელია, მთხოვა არავისთვის არაფერი მეთქვა ახლა კი თავად გამოიაშკარავა თავი.

ყველაფერი იწყება ჩვენით( დასრულებული)Where stories live. Discover now