ქაოსი

46 6 11
                                    

დრო სწრაფად გავიდა მას შემდეგ რაც ბოლოს მე და ლევანმა ვისაუბრეთ. ყველაფერი სავადმყოფოს პალატაში დავასრულე, ხუთ თვიანი ურთიერთობა ერთ წამში დავასრულე. რომ ვთქვა აღარ მტკივა და აღარ მენატრებაო მოვიტყები. ის ყოველთვის იქნება ჩემს გულში როგორც ჩემი პირველი სიყვარული. სკოლაში პრეზიდენტობის გადამკიდე უამრავი საქმე მქონდა, გამოსაშვები საღამო ნაწილობრივ დავგეგმე, სპეკტაკლის დადგმის დღე კი ახლოვდებოდა. ყველაფერი კარგად იყო, ზენონთან ერთად ვმუშაობდი სპეკტაკლზე  ამის შემდეგ კი გასართობათ მივდიოდით მე ზენონი და თაკო.

ახალი ამბები სწრაფად ვრცელდება სკოლაში, ლიკა ჩვენს კლასში გადმოვიდა თავის მეგობართან ერთად. იმ ბიჭს ანდრია ერქვა, მაღალი ათლეტური და ქერათმიანი იყო. ერთ მომენტში გავიფიქრე ასეთი ლამაზები რანაირად არიანთქო. ლიკამ სკოლაში პოპულარობა სწრაფად მოიპვა. ასევე ყველამ გაიგო რომ ლევანის კარგად იცნობდა და მისი ყოფილი შეყვარებული იყო.
თაკოს და ზენონის ურთიერთობა ძალიან კარგად მიდიოდა, კვირაში ერთხელ მაინც ჰქონდათ სექსი და ამ ყველაფერს მე მიყვებოდა ხან ერთი ხან მეორე. ალექსი ჩემი პირადი ფსიქოლოგი და ახალი მეგობარი გახდა. ლევანთან დაშორების შესახებ რომ გაიგო, მითხრა დიად პრობლემებს მხოლოდ დიადი ადამიანები უმკლავდებიანო. ერთ-ერთი საუბარისას მითხრა...

- შეიძლება რაღაც გკითხო?

- რა საკვირველია, გისმენ.

- ამბობ რომ ტყუილი ვერ აპატიე საყვარელ ადამიანს, ანუ ლევანს...

- მე მას ვაპატიე უბრალოდ არ შევურიგდი.

- მაშინ შენმა მეგობრებმაც ხომ მოგატყუეს, მათაც აპატიე და თან უკან დაუბრუნდი.

- რისი თქმა გინდა? არასწორედ მოვიქეცი?

- არაფრის თქმა არ მინდა, უბრალოდ მინდა რომ დარწმუნებული იყო შენს გადაწყვეყილებაში.

- ლევანს ვერ ვაპატიე მაგრამ მან ჩემი გრძნობებით ითამაშა და ეს ჩემთვის საზიანი იყო. მეგობრებმა კი ის გააკეთეს რაც ჩემთვის იქნებოდა უკეთესი.

ყველაფერი იწყება ჩვენით( დასრულებული)Where stories live. Discover now