Forgiveness is difficult

78 15 13
                                    

ადამიანი სანამ არ კარგავს იქამდე ვერ აფასებს. ეს ადამიანის ბუნებაში იმდენად ღრმად არის ჩადებული რთულია თავი დააღწიო. ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ რაც ლევანი ბოლოს ვნახე, სკოლაში მიწევდა სიარული მაგრამ იქაც არ ჩანდა ლევანი. გაკვეთილებზე უმეტესად ან მეძინა ან ნერვიულობისგან ფრჩხილებს ვიჭამდი. თაკო და ზენონი გვერდიდან არ მომშორებიან მაგრამ თავს უკეთ მაინც არ ვგრძნობდი. სახლში გვიან ვბრუნდებოდი დილით კი ადრე გავდიოდი, უმეტესად ჩემ მშობლებსაც ვერ ვხედავდი. დეიდაშვილები ისევ ჩემს ოთახში იყვნენ მაგრამ ხმას არ მცემდნენ. ერთი დღეც და წავლენ ჩემი ცხოვრებიდან და ოთახიდან. კლასში ყველა ლევანს კითხულობდა რაც უფრო მტკენდა გულს. ამ ერთი კვირის მანძილზე ბევრჯერ დავურეკე მივწერე მაგრამ ტელეფონი გათიშული ჰქონდა. ალბათ ეს დღეც უქმად გავიდოდა რომ არა ტელეფონზე ზარი. რატი იყო ლევანის ძმა. მაშინვე ვუპასუხე და დაველოდე ლაპარაკს როდის დაიწყებდა.

- გამარჯობა, რატი ვარ.

- ვიცი შენი ნომერი მიწერია.

- კარგად ხარ?

- არა.

- შეგვიძლია სადმე შევხვდეთ და ვილაპარაკოთ?

- ლოკაციას ჩაგიგდებ.
ყურმილი გავთიშე და ლოგინიდან ავდექი, სწრაფად ჩავიცვი, ისე რომ არავინ გამეღვიძებინა და სახლიდან გავედი. მთაწმინდაზე გადავწყვიტე შეხვედრის დანიშვნა. თანაც ღამე ულამაზესი ხედი იშლება. საათ ნახევარში ადგილზე ვიყავი, რატი კი ნახევარი საათით ადრე მისულიყო. გადავკოცნე და სკამზე ჩამოვჯექი.

- ლევანი როგორაა?

- განადგურებული, თავის ოთახში არის და იქიდან არ გამოდის. ერთი კვირაა მხოლოდ წყალს სვამს და არ გველაპარაკება. მესმის მისი ჩემს ოთახში სამი თვე გავატარე, მაგრამ ბოლოს შენი წყალობით თავი დავახწიე იქაურობას.

- მართლია შენი ოთახიდან გამოსვლის მიზეზი მე ვარ მაგრამ არ დაგავიწყდეს რომ შენი ძმის ოთახში ჩაკეტვის მიზეზიც მე ვარ. თვალები დამეწვა, და ბოლოს ცრემლი ჩამომისრიალდა ლოყაზე.

ყველაფერი იწყება ჩვენით( დასრულებული)Where stories live. Discover now