აიზბერგი

134 17 4
                                    

დიდხანს ვფიქრობდი გამეხსნა თუ არა მესიჯი. მაგრამ ვერ გადავწყვიტე.

-რა მოხდება თუ გავხსნი მან ხომ უბრალოდ მომიკითხა?

-არა, დღეს პასუხს გავცემ ხვალ თბილად მივესალმები ზეგ დამირეკავს და სადღაც ერთ თვეში საუკეთესო მეგობრობას შემომთავაზებს შემდეგ მეტში გადაიზრდება და შეყვარებულები გავხ...

თავი გავაქნიე იმისთვის რომ ცუდი ფიქრები გამქრობოდა გონებიდან. მგონი მართლა ჭკუიდან ვიშლები, იმის მაგივრად რომ ვიფიქრო ხვალ კლასში რა ვქნა იმაზე ვდარდობ რა მივწერო ლევანის .

და ამის გახსენებაზე ტანში გამცრა. ხვალ ალბად ყველას ჩემთან ექნებათ უამრავი კითხვა. რა უნდა ვქნა? კლასში არავინაა ჰომოფობი მაგრამ რა ვიცი რომ ვინმეს ჩემი სახელის შევღალვა არ უნდა? ფიქრისგან დაღლილმა მტვრების ტილო კედელს ვესროლე შემდეგ კი ჩემ საქციელზე გამეცინა.

- მე რა კონკია ვარ? სახლს ვალაგებ სანამ მშობლები მოვლენ და თან ვფიქრობ ბიჭზე რომელსაც გუშინ პირველად ვაკოცე და გამოვიქეცი, იქნებ ფეხსაცმელიც გამეხადა და დამეტოვებინა. ( აი ამაზე კი ნამდვილად გადავიხარხარე )
New message.

ლევან ბიჭაშვილი: ხო მართლა შენი ჩანთა მე მაქვს.

-ოო არა.

აი ისევ ეს დებილური სიტყვები. არა სერიოზულად როგორ გადავეჩვიო ამ სიტყვებს უკვე მეშინია.

- აი ახლა ნამდვილად კონკია მგონია თავი .

ფიქრისგან გადაღლილს ბოლოს მდივანზე ჩამეძინა.

დილით ბუძელნიკმა გამაღვიძა.
გარეთ ისევ საშინელი ნისლი იყო ამიტომ, გადავწყვიტე სკოლაში არ წავსულიყავი. მაგრამ შემდეგ გამახსენდა რომ თუ ადამიანი კითხვაზე პასუხს არ ან ვერ იღებს, საკუთარ გამოგონილ პასუხს წერს. ასე ,რომ არ მსურდა ვინმეს ჩემზე საკუთარი მცდარი მოსაზრება დარჩენოდა. ამიტომ ავდექი და გავემზადე. დღეს ყველაფერი დიდი ზომის ჩავიცვი რადგან მეტისმეტი ყურადღების დროს ტანსაცმელში დამალვა იდეალური საშვალებაა. მაგრამ რატომ უნდა დავიმალო იმალებიან დამნაშავეები და არა უდანაშაულოები. მაგრამ ბოლოს მაინც იგივე აზრზე დავრჩი და ტანსაცმელი დიდი ზომის ჩავიცვი.

ყველაფერი იწყება ჩვენით( დასრულებული)Wo Geschichten leben. Entdecke jetzt