20

846 40 5
                                    

მხოლოდ ერთი თვე დარჩა ზაფხულის დასრულებამდე, უკვე საშინლად დაბნეული ვარ...არ ვიცი რა უნდა გავაკეთო, ჩემი მიზნები ჩემს მეგობრებთან ერთად ამერიკაში წასვლა, ჩემს ოჯახთან ყოფნა და იქ სწავლის გაგრძელება იყო....

მაგრამ ახლა აღარ ვიცი რა გავაკეთო, აქ ლუკა მყავს და მიუხედავად იმისა რომ დიდი ხანი არ არის რაც ერთად ვართ, მიუხედავად იმისა რომ ჩემს გრძნობებს კარგად არ გამოვხატავ, ის ჩემთვის ყველაფერია.

რამდენჯერაც ამაზე საუბარს ვიწყებ, თემას ცვლის, ვიცი რომ არ უნდა მოისმინოს, მაგრამ ამაზე საბოლოოდ უნდა ვილაპარაკოთ.

ახლა ჩემს სახლში ფანჯარასთან ვზივარ, წვიმას გავცქერი და უბრალოდ ყველაფერზე ვფიქრობ, მუსიკებს ვუსმენ და თვალები მიცრემლიანდება.

როდიდან გავხდი ასეთი ემოციური, თვალები დავახამხამე, რადგან ის ცრემლები გამქრალიყვნენ, ის ნაზი მელოდია რომელიც მესმოდა, ტირილის სურვილს უფრო მიმძაფრებდა, ყურსასმენები უხეშად მოვიშორე ყურებიდან და ფეხებს შემოვეხვიე.

ვიცი რომ თუ ამაზე ვისაუბრებთ ჩხუბი მოგვივა, მაგრამ ეს აუცილებელია, მალე სალი წავა, მალე უნდა გადავწყვიტო რა ჯანდაბის გაკეთებას ვაპირებ.

კარების ხმა გავიგე, ყურადღება არ მიმიქცევია, სახლში მხიარული ხმა გაისმა.

-რა მოხდა?-ნოას ჩემი სახის დანახვისთანავე შეეცვალა მიმიკა და მოიღუშა
-უბრალოდ ვფიქრობ
-კიდე ვერ ესაუბრე?-ტუჩები მოკუმა და მოწყენილი სახით მომისკუპდა
-თავს არიდებს
-მალე უნდა გადაწყვიტო მილე, ერთი თვე თვალის დახამხამებაში გავა, ხომ იცი შენი მშობლები აქ დაბრუნებას აღარ აპირებენ, 17 წლის ხარ, ყველაფერს მარტო ვერ გაუმკლავდები...
-ვიცი...
-ვხვდები რომ რთულია, მაგრამ უნდა იჩქარო
-ვიცი ნოა-ხმას ავუწიე-შენ ხომ ნია გიყვარს? მისი დატოვება არ გიჭირს?
-აქ არაფერ შუაშია-მკვეხად მომიგო
-შუაში კი არა თავშია, არ გიჭირს მასთან საუბარი როცა იცი რომ უნდა წახვიდე? გგონია ასე შორი მანძილიდან ურთიერყობას შეძლებთ? გგონია დაგელოდება?-ხმას თანდათან ვუწევდი, მეთვითონაც ვიცოდი რომ უნდა მეჩქარა, მაგრამ ამით ყველაფერი იცვლებოდა

Adore You🤍Where stories live. Discover now