3

967 49 7
                                    

იმ დღეს ჩემს პრინციპებს გადავაბიჯე და დირექტორს ვეხვეწებოდი, ჩემს მშობლებს არაფერი უთხრათთქო, ყველაფერს გავაკეთებთქო. ალბათ შევეცოდე კარგი არ ვეტყვი ოღონდ აღარ გააცდინოო, თან მითხრა შეგიძლია  დარჩე ეს გაკვეთილი ისედაც დაიწყოვო, ამიტომ დავრჩი.

-აბა რატომ აცდენდი ხოლმე-სიჩუმე დაარღვია
-პრობლემები მქონდა
-შეყვარებულთან-სიცილი ამიტყა
-მაპატიეთ, მე შეყვარებული არ მყავს, წარმოიდგინეთ ახლა ჩემნაირი გოგო ვის შეუყვარდება
-ასე რატომ ამბობ-თვალები გაუფართოვდა
-რავი ასე მგონია
-შენი თავი დააფასე გოგონი, ულამაზესი ხარ, ტანი ხო ვაფშე გადასარევი, შენი ჩაცმულობა ნერვებს კი მიშლის თუმცა გიხდება
-ეს თქვენ ხართ ქალბატონო ნათია?-ჩაეღიმა
-გოგონი მე რომ დირექტორი ვარ იმას კი არ ნიშნავს რომ საყვარელი არ ვარ-თმები სასაცილოდ გაიქნია.
-სულ მეგონა რომ რაღაცნაირი მკაცრი და სერიოზული იყავით.
-ხო როცა საჭიროა ასეთი ვარ კიდეც-გამიღიმა და შოკოლადი მომაწოდა, მადლობა გადავუხადე, მალე ზარიც დაირეკა და ფეხზე ავდექი.

-შემომიარე ხოლმე-ღიმილით მითხრა
-მართლა?-თვალები გამიფართოვდა
-ხომ, შეგიძლია როცა პრობლემები გექნება ან ცუდად იქნები, ჩემთან მოხვიდე და დამელაპარაკო, ოღონდ იცოდე არავის უთხრაა ახლა ან მერე რაც მოხდება-საყვარლად გაიღიმა
-კარგი, მადლობა-მეც გავუღიმე და კაბინეტიდან გამოვედი.

ამ წამიდან ამ ქალზე ჩემი წარმოდგენები მთლიანად შეიცვალა, ის არ არის ცუდი, მკაცრი ხასიათის, ის უსაყვარლესია, მემგონი შემიყვარდა.

ჩემს ფიქრებზე გამეღიმა, პირდაპირ ბუფეთისკენ წავედი, ვიცოდი რომ იქ იქნებოდნენ ბავშვები.

დავინახე ყველაზე დიდ მაგიდასთან ისხდნენ, სრული შემადგენლობით.

ნეტა გამაგებია ესენი ასე როდის დაახლოვდნენ.

მაგიდასთან მივედი და ცარიელ სკამზე დავჯექი

Adore You🤍Where stories live. Discover now