4

923 47 1
                                    

ნიტას POV

-დედა რა ჯანდაბას
ლაპარაკობ-ყველა ჩემს სახლში ვიყავით და დედაჩემის სიტყვებს შეძრწუნებული ვუსმენდით.
-ნატა მას თავი უნდა დაანებოთ ისედაც ცუდადაა.
-რას ქვია თავი დავანებოთ, ცუდად თუა ესეიგი უფრო ვჭირდებით-ნერვიულად ლაპარაკობდა ელენე.

დედამ ყველაფერი აგვიხსნა თურმე მილენა არ წაიყვანეს, ყველაზე მეტად თავის ცხოვრებაში ეს დრო უყვარდა, თურმე ჩვენთან ყველანაირი კონტაქტი აუკრძალეს, ყველა გაოგნებულები ვიყავით.

-როგორ არის-დუმილი ლუკას ხმამ დაარღვია, იოანესთან იყო მოსული და მანაც მოისმინა
-დილას რომ მივედი, მისი ტირილის ხმა მესმოდა, კარი რომ გამიღო ძლივს ვიცანი...-დედას ლაპარაკი უჭირდა-სულ ჩაწითლებული თვალები ჰქონდა, ტუჩები ჩამსკდარი, როცა მივედი ჩამეხუტა და მთელი დღე ტიროდა, რა არ ვუთხარი თუმცა არ დამშვიდდა, ბოლოს დამამშვიდებელი დავალევინე და ალბათ ჩაეძინა კიდეც.
-ღმერთო ის სირი, საკუთარ შვილს ასე როგორ უნდა მოექცე-ანდრია და სანდრო ბოლთას სცემდნენ და იგინებოდნენ.
-და ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ-იკითხა იოანემ
-თავი უნდა დაანებოთ, არ დაელაპარაკოთ, არ მიაშტერდეთ, თავი შორს დაიჭირეთ, კარებზე არ უბრახუნოთ.
-და მამამისი რას გაიგებს
-არ ვიცი ბავშვებო, თუმცა ყველაფერს ნუ გააუარესებთ
-ცუდად თუა ახლა ყველაზე მეტად ჩვენი თანადგომა დასჭირდება
-არა ელენე, თავიდან ამოიგდე ეგ აზრი, მამამისმა თუ ეგ გაიგო უფრო მეტად გაბრაზდება, გთხოვთ ეს მილენას თხოვნაა უნდა რომ არანაირად გქონდეთ მასთან კონტაქტი, ფიქრობს რომ ასე უფრო ადვილი იქნება.
-ვერ ვიტან მის ოჯახს-ტირილი დავიწყე
-ვერც თვითონ იტანს-თქცა ელენემ და თვალი ერთ წერტილს მიაშტერა
-სკოლას რატომ აცდენდა-კიდევ ერთხელ ამოიღო ხმა ლუკამ
-მისი ოჯახის გამო სულ ცუდად იყო, სკოლაში სიარულის თავი არ ჰქონდა, სულ ქუჩებში დახეტიალებდა-აუხსნა ანდრიამ.
-სუიციდს რომ მიმართოს?-ნიკას ნათქვამზე ყველას სუნთქვა შეეკრა
-ის ძლიერია, ამას არ გააკეთებს-საკუთარი სიტყვების მეთვითონაც არ მჯეროდა.
-მას ყოველ დღე შევამოწმებ-თქვა დედამ

Adore You🤍Onde histórias criam vida. Descubra agora