1

2K 63 22
                                    

ღმერთო როგორი მოსაბეზრებელია.

ახლა ვახშმობთ, იმის მაგივრად რომ ტელევიზორს ვუყურო ჩემი მშობლების ლაყბობას ვუსმენ.

-მილენა, რატომ ხარ ასეთი უინტერესო-დედამ ოდნავ ბრაზით მკითხა
-მაპატიეთ თუ არ მაინტერესებს ელიზაბეტის მიღწევები, რომლებსაც ყოველ დღე განიხილავთ-თვალების ტრიალით ვთქვი
-ზუსტად მაგიტომაც ვერასდროს მიაღწევ იმდენს რამდენიც შენმა დამ მიაღწია-მამას ნათქვამზე თავი ჩავხარე და საჭმლით თამაში დავიწყე.

-დედა, მამა არაუშავს თუ მას არ აინტერესებს, მესმის რომ შეიძლება უბრალოდ შურს-ელისაბედი გველურად მიღიმოდა.

ფეხზე ავდექი.

-სად მიდიხარ?-მობეზრებით იკითხა ნატალიმ
-აღარ მშია-ვთქვი და სწრაფად გამოვედი სახლიდან

-როგორ ვერ ვიტან მააათ-დავიყვირე და ცრემლებმა, რომელსაც მთელი ძალით ვაკავებდი, ჩემს სახეზე იწყეს დენა.

მოპირდაპირე ბინაში დაუკაკუნებლად შევედი, ნიტას ახლა ალბათ სძინავს, ეს ჩემი მეორე სახლია და ვისურვებდი ნამდვილი.

-ძვირფასო როგორ ხარ-ნიტას დედა გადამეხვია-ერთი კვირაა არ მინახიხარ სად იყავი
-კარგად ვარ მაკუ შენ როგორ ხარ, ბებოსთან ვიყავი გუშინ ღამით ჩამოვედი.
-ხო გამიკვირდა არც ნიტას წერდი, ნერვიულობდა
-ხომ იცი ჩემი ხასიათის ამბავი, უბრალოდ წამომიფრინა და მივხვდი რომ აქედან ცოტახნით მოშორება მინდოდა.
-ოხ ძვირფასო, ნიტას ძინავს წადი, მე ყავას გაგიკეთებ ხო გინდა?
-კიი მადლობა.

ნიტასთან შევედი, ტკბილად ეძინა, ძილში უსაყვარლესია, არც ბევრს ლაპარაკობს და არც ნერვებს მიშლის, კარგი ვხუმრობ.

მას მივუწექი და ჩავეხუტე, ცრემლებმა მაშინვე დაიწყეს ლოყებზე ჩამოცურება.

ნიტამ თვალები გაახილა, მომეხუტა, აი რატომ მიყვარს ჩემი უსიტყვოდ ესმის და მიგებს.

Adore You🤍Where stories live. Discover now