13

820 44 18
                                    

ღმერთო რა კარგია ბათუმიი.

-ზუსტად ეს მინდოდა-თქვა ანუკიმ და წყალში ღრმად შევიდა
-ღმერთო გოგონებო არაამქვეყნიურად ვარ-თვალები დახუჭა სალიმ და წყალში ლივლივი დაიწყო.
-ბათუმი, ზღვა, ბიჭებიი...იიიფ, მეტი არ გინდა ბედნიერებისთვის-ანუკიმ კისკისი დაიწყო, საბას სახე რომ დაინახა
-შენ სულ ბიჭებზე ნუ ფიქრობ შეყვარებული გყავს-ვუთხარი და წყალში გადავეშვი.

ზღვიდან დიდი ხნის შემდეგ ამოვედით და ნოასკენ წავედით.

-ვერ გავიგე ამხელა ბატს ზღვის რანაირად ეშინია-სიცილი დაიწყო სალიმ და ნოას შემოახტა
-ჯერ ერთი ძირს ჩამოდი, მოზვერი ხარ და მძიმე, მერე მეორე მე გეკითხები ამხელა გოგოს ობობების დანახვაზე გული რატომ მიგდის?-სალი დაებღვირა
-აბა შენი გოგო როდის უნდა გაგვაცნო? რაო რა ქვიაო? ნია ხო-ვკითხე და შეზლონგზე კარგად მოვკალათდი
-არ ვიცი, კი ვუთხარი მაგრამ არამგონია ჩამოვიდეო, მშობლები არ გამომიშვებენო
-ნოა შემთხვევით შენი შეყვარებული 14 წლის ხომ არ არის?-ეჭვით გახედა საბამ
-ნუ ბოდავ, პროსტა მკარი მშობლები ყავს, 17 წლის არის
-ფუუ პედოფილოო, 19 წლის ვირო, არასრულწლოვანს ნუ ხვდები-ანუკის ნათქვამზე ყველამ გადავიხარხარეთ
-ეი მაშინ შენი შეყვარებულიც პედოფილია-ვაუ ნოა ვამაყობ შენით.
-ჩემს შეყვარებულს შენ ნუ ეხები
-ხოდა შენ ჩემსას ნუ ეხები
-მე და ჩემი მამიდაშვილი დავრჩით შინაბერა-სალი გვერდით მომიჯდა და ხელი გადამხვია
-ეხ რა რთულია სიყვარულიი-სიცილით წავიღიღინე
-თქვენ არ იცით რამდენი გამოვიარეთ-ამყვა სალი
-ხოო აბა თქვენ რა იცით სიყვარულის, ეეჰ ყველა მალე დაშორდებით
-რა მკუანა ბებრებივით ლაპარაკობთ, ან რას გვწყევლით ვერ გავიგე-ანუკიმ როგორც ყოველთვის ხელზე მიბრწკინა
-დამილურჯდება-ამოვიწუწუნე და ხელი მოვისვი.

-აუ ჩემი ბაბუ გავათხოვე რა მალე დაღამდა-თქვა საბამ.
-ეს რას არ მოიგონებს კაროჩე რაა-თავში წამოარტყა ნოამ
-ვაიმე წავედით ახლა სასტუმრო დავიმხოთ-თქვა სალიმ და ფეხზე წამოხტა
-ბაზარი არარი-სალის ხელი გადავხვიე და სასტუმროსკენ მოვხიეთ.

Adore You🤍Where stories live. Discover now