19

790 37 2
                                    

ნიტას POV

დილით საშინელ ხასიათზე გავიღვიძე, უცნაური შეგრძნება გამიჩნდა დილიდან და ყველაფრის დალეწვის სურვილი მკლავდა.

წარბებშეკრული გამოვედი საძინებლიდან და სამზარეულოში წყლის დასალევად გავედი, დედას რამოდენიმეჯერ გავძახე მაგრამ სახლში არ დამხვდა, არც იოანე იყო,  მარტო რომ ვიყავი უფრო მეტად მომეშალა ნერვები, მაგრამ არც კი ვიცი რატომ.

საათს დავხედე ორი საათი იყო, ძირითადად ძილი მიყვარს მაგრამ ამდენი ხანიც არ მძინავს ხოლმე...რა ჯანდაბა მეტაკა?

ნუ კარგი შეიძლება ნერვებ მოშლილი ვარ იმ ვაჟბატონის გამო, მაგრამ ასე უნდა ვიყო ახლა მთელი ცხოვრება?

"-სანამ არ დაქორწინდებით საყვარელო"-საკუთარი ფიქრები დამცინის, დებილური აზრების მოსაშორებლად თავი გავაქნიე და თავი მაგიდაზე დავდე.

უცებ კარზე ზარის ხმა გაისმა, ისე მეზარებოდა მისვლა, ვიფიქრე თუ მოუნდებათ შემოაღებენ თუ არადა მობეზრდებათ და წავლენთქო, მაგრამ რომ აღარ გაჩუმდა გაბრაზებული წავედი კარისკენ და ასევე გაბრაზებულმა გავაღე.

წინ ნიკა დამხვდა, მის დანახვაზე უფრო მეტად ამეშალა ეს ისედაც დანაკუწებული ნერვები და თვალების ტრიალით, უთქმელად გამოვბრუნდი უკან.

-ოჰოჰ, რა გჭირს ქალბატონო?-ნიკა გამომყვა და ჩემ წინ სკამზე დაჯდა
-რა უნდა მჭირდეს-თვალები ავატრიალე და წყალი მოვსვი
-რავი ძაან უჟმურად ხარ
-თუ არ მოგწონს წადი
-კარგი, ნუ იცოფები-სიცილით მითხრა და ტელეფონში ჩაძვრა
-აჰა ესეიგი ვიცოფები?-უფრო მეტად გავცხარდი და კინაღამ ის ტელეფონი თავზე გადავამტვრიე
-ნიტა რა გჭირს-ოდნავი გაოცებით შემომხედა
-რამე რომც მჭირდეს არ გეტყოდი...და აქ რა ჯანდაბას აკეთებ?
-იოანემ დამირეკა, ადი და მეც მალე მოვალო....და შენ კიდე იმაზე ხარ გაბრაზებული? ხომ შემირიგდი
-უკაცრავად და როდის შეგირიგდი?-წარბების აწევით შევხედე
-როდემდე უნდა იყო მასე? ხომ აგიხსენი?
-ოჰ დიდი პატივია
-საერთოდ არ მენდობი? რამე როგორ გამოგვივა თუ საერთოდ არ მენდობი-ახლა მან მომანათა გაბრაზებული თვალები, ოდნავ დავიბენი
-და რა უნდა გამოგვივიდეს ბატონო ნიკა? და შენ თუ ყველა მეგობარი მასე გკოცნის ჩემი ნდობა მართლაც რთული მოსაპოვებელი იქნება-ალმაცერად შევხედე და კარისკენ გავიხედე, საიდანაც ღიმილით შემოვიდა იო.

Adore You🤍Where stories live. Discover now