15

851 40 4
                                    

ერთი კვირა გავიდა რაც მცხეთაში ვარ, ტელეფონში ნომერი ჯერ კიდევ არ ჩამიდია, ვფიქრობ დროა დავბრუნდე.

ამ ერთ კვირაში საკმარისად დიდხანს ვიყავი საკუთარ თავთან მარტო, ყველაფერი კარგად გავაანალიზე და მივხვდი რომ რაღაცეები უნდა დავთმო.

ყველა ძალიან მომენატრა, განსაკუთრებით ლუკა...არ მინდა რომ ჩემგან შორს იყოს, ღმერთო ვერც კი მივხვდი როდის გავხდი მასზე ასეთი მიჯაჭვული, ან როდის გავხდი თინეიჯერი გოგონა რომელიც ცალმხრივადაა შეყვარებული და იტანჯება.

ამაზე ფიქრიც კი მაწუხებს.

ჩემი ნივთები შევკრიბე, ბარგს ხელი დავავლე, სახლი ბოლოჯერ მოვათვალიერე და კარები გამოვკეტე.

ტაქსი უკვე გარეთ მელოდებოდა, მალევე ჩავჯექი.

ხომ გახსოვთ გეუბნებოდით წვიმიანი ამინდი მიყვარსთქო, ახლა წვიმაა და მიუხედავად ამისა თავს ცუდად ვგრძნობ.

იცით რაზე დავფიქრდი ამ ერთი კვირის განმავლობაში? არ მინდა ძალიან ფილოსოფიურად გამომივიდეს.

უბრალოდ დარწმუნებული ვარ ერთხელ მაინც გიფიქრიათ რატომ გაჩნდა ადამიანი? რისთვის ვცოცხლობთ? რისთვის ვოცნებობთ, საბოლოოდ ხომ ეს ყველაფერი უბრალოდ დამთავრდება.

ერთ დღეს ყველა მოვკვდებით და ის ყველაფერი გაქრება, ყველაფერი რაც გაგვაჩნდა, დასრულდება ჩვენი ცხოვრება და არავინ იცის რა მოგველის.

ხო, ერთი შეხედვით საშინლად ჟღერს, თუ ვიცით რომ მოვკვდებით რატომღა უნდა ვიწვალოთ?

მე კი საკმარისი დრო მქონდა ამაზე საფიქრალად, მომავალზე არ უნდა ვიფიქროთ, აწყმოთი უნდა ვიცხოვროთ და ის გავაკეთოთ რაც მართლა გვსურს, მე კი მგონი მივხვდი რაც მსურს.

კარგია რომ საღამოს წამოვედი, ახლა უკვე თითქმის ბნელა და მირჩევნია, რადგან ასე უფრო კარგია ხომ ხვდებით მე და სიბნელე განუყრელები ვართ.

Adore You🤍Where stories live. Discover now