5

951 44 0
                                    

ერთი კვირა გავიდა, ერთი კვირა ყველაფრის, მეგობრების გარეშე, სრულიად გამოფიტული ვარ და საერთოდ არაფერზე ვფიქრობ, სწავლის გარდა.

დღეს ნატალიმ დამირეკა, მითხრა ვწუხვარო, მამაშენს აუცილებლად დაველაპარალები და შენს აქ ჩამოსვლაზე თუ ვერ დავითანხმე, თავისუფალ ცხოვრებაზე და მეგობრებთან ერთად დროის გატარებაზე მაინც დავითანხმებო.

ლიზი ყოველ დღე მიგზავნის ფოტოებს, როგორ დადიან სხვადასხვა ადგილებში, როგორ ჭამენ ბამბის ნაყინს, როგორ ერთობიან, როგორი ბედნიერია ბებო და სხვა დანარჩენი, ტირილს აღარ ვაპირებ მგონი სულ გამოვიფიტე საკუთარი თავი ისედაც მძულს, ჩემს გრძნობებს ამდენი უფლება რომ მივეცი.

მგონია რომ უგრძნობი გავხდი, იმედი მაქვს გარეთ გასვლა მაინც შემეძლება, მეგობრებთან ერთად დროის გატარება კი მგონი არც მინდა.

ამ ერთ კვირაში საშინლად შეიცვალა ყველაფერი, რათქმაუნდა არ მშურს, პირიქით მიხარია რომ ცხოვრებას აგრძელებენ, ერთად დადიან და ერთობიან, თუმცა ცოტათი მეწყინა...მაგრამ რა იყო საერთოდ საწყენი, მგონია რომ ჩემს გარეშე უფრო კარგად იქნებიან, ყოველ თვე პრობლემებს გავურბივარ, არც კი ვეკონტაქტები ვის მოუნდება ასეთი მეგობარი?!

მომბეზრდა ასეთად ყოფნა, მინდა რომ ემოციების გამორთვა შემეძლოს და საერთოდ ვერაფერს ვგრძნობდე, ბევრად მარტივი იქნება ყველაფერი.

საღამოს ტელევიზორთან ვიჯექი და პიცას ვჭამდი, ტელეფონმა რომ დარეკა, დედა იყო ავიღე და ვუპასუხე.

-გისმენ ნატალი
-შეგიძლია შენს ცხოვრებას დაუბრუნდე და რაც გინდა აკეთო, გამოცდები მაინც გექნება და შენთვისვე აჯობებს იმეცადინო.
-ხო, კარგი...როგორ ერთობით-უემოციოდ ვკითხე
-არამგონია კარგი იყოს იმის მოსმენა როგორც ვერთობით...მაკუს რაღაცეები ვათქმევინე, გავიგე რომ ცუდად იყავი
-რატომღაც არ უნდა გადარდებდეს-ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე.

Adore You🤍Where stories live. Discover now