12

856 44 1
                                    

იმის შემდეგ რაც ბავშვებმა ჩემი სახლი დატოვეს, ორი დღე გავიდა, არცერთი მოსულა არც მოველოდი..რატომ უნდა მოსულიყვნენ.

და ფაქტობრივად, ორი დღეა საწოლიდან არ ავმდგარვარ, ხან კომპიუტერში ვარ, ხან მძინავს ან წიგნს ვკითხულობ, მხოლოდ ტუალეტში გასვლისას ვდგები.

ნოაც არ მოდის ხოლმე ჩემთან, საშინლად მაკლია ის.

სულ გადიან გარეთ, ვიცი რომ მათ ხვდებიან, მე არც დავუშლი რათქმაუნდა, თუმცა ჩემთან მაინც არ ამბობენ.

სულ ცდილობენ ჩემს გარეთ გათრევას თუმცა არც ეს არ გამოდით.

-გთხოვ მილე, ასე მგონია მაგ ლოგინს დაეწებე-მებუზღუნებოდა სალი
-გოგო, სერიოზულად ფეხზე ადექი, დავიღალე უკვე შენი ასეთი დანახვით-საბა კარებში იდგა და გაბრაზებული მიყურებდა
-ღმერთო ამას მხოლოდ ნოა სჭირდება და ეგაა-თქვა უცებ ანუკიმ
-არავინ მჭირდება, უბრალოდ აქედან გადით.
-ფეხზე ადექი, თორემ ახლა სასწრაფოს გამოვიძახებ-მითხრა სალიმ
-შიგ ხო არ გაქ-წარბაწეულმა გავხედე
-ნახავ თუ არა-ტელეფონი ამოიღო, ეს ისეთია მართლა დარეკავს, ფეხზე წამოვხტი.

-აი ასე გოგონი-ხელი გადამხვია ანუკიმ და სამზარეულოში გამათრია.
-ახლა ჩაიცვი გარეთ გავდივართ-სალიმ ტანსაცმელები მომაჩეჩა.

რადგანაც, ჩემი შტერი დაქალები საშინლად ჯიუტები არიან, ძალით ჩამაცვეს და ახლა უკვე ბინის შესასვლელთან ვდგავართ.

-არ მეტყვით რას ველოდებით?
-საბა მოიყვანს მანქანას და წავალთ, ნუ კვდები.
-ღმერთო-ამოვიბუზღუნე-და მაინც სად მივდივართ?
-რავიცი გავისეირნოთ
-და მე მეკითხებით მინდა თუ არა?-ორივემ წარბაწეულმა გამომხედა
-შენ ვაფშე რატო იღებ ხმას ძმაო-ხელზე მიჩქმიტა ანუკიმ, ღმერთო შეიწირა ამ ბავშმა ჩემი სხეული, სულ დალურჯებული ვარ.

ერთი ამოვიხვნეშე, მალევე საბაც მოვიდა

-სად მივდივართ?-ისევ ავწუწუნდი და მანქანაში ჩავჯექი
-ბათუმში-ღიმილიანი სახით გამომხედა სალიმ
-თქვენ კარგად ხართ? ღადაობთ ხო?
-არა რას ვღადაობთ, ბათუმში მივდივართ, შენ ტასაცმელზე ნუ იღელვებ უკან დევს-დამეკრიჭა ანუკი და საბას ხელი მოკიდა.
-ღმერთო გთხოვ გაძლება მომეცი-ხელები გადავაჯვარედინე და სალის მხარზე ჩამოვადე თავი

Adore You🤍Where stories live. Discover now