11

856 44 9
                                    

ლუკა ერთი კვირაა არ მელაპარაკება, მილიონჯერ მაინც ვცადე ნორმალურად დალაპარაკება და ახსნა თუმცა შენც არ მომიკვდე არც კი მისმენს.

ახლა ლუკაზე სანერვიულოდ მართლა არ მცალია, დღეს ყველა საგანში გამოცდა მაქვს დასაწერი, საშინლად ვნერვიულობ, მიუხედავად იმისა რომ ჩემს თავში ეჭვი არ მეპარება, მაინც იმედი მაქვს ჩემ მშობლებთან ამით მაინც გამომისწორდება ურთიერთობა, საშინლად მინდა კარგი შედეგები მივიღო.

მთელი ღამე ვწრიალებდი და არ მეძინა, თუმცა გადაღლილი არ ვარ, არ ვიცი ასე რატომ ვნერვიულობ თითქოს უნივერსიტეტში ვაბარებდე, თუმც ამ შედეგებზე ბევრ იმედს ვამყარებ.

სამზარეულოში სალი და ნოა რაღაცაზე საუბრობდნენ.

-კაროჩე რას ვაპირებთ?-იკითხა ნოამ
-რას უნდა ვაპირებდეთ?-გაკვირვებულმა შევხედე.
-გაიგე რომ ლუკა ყოფილს შეურიგდა?-მოღუშული სახით მითხრა სალიმ
-ნინის? ხოო მაგარია, ლამაზი გოგოა და ერთმანეთს უხდებიან.-რათქმაუნდა შეურიგდა, ღმერთო მე კი დებილივით სიყვარულს ვუხსნიდი, მშვიდად ვთავი თუმცა შინაგანად კივილი, წივილი და ტირილი მინდოდა.
-შიგ ხომ არ გაქ გოგო, ლუკა არ იყო რომ გეუბნებოდა მომწონხარო?-მკაცრად თქვა ნოამ
-დაიკიდეთ ჩვენ მაინც არ შეგვეძლო ერთად ყოფნა
-რატომ რადგან სიმთვრალეში გოგოს აკოცე?-ჩაერია სალი-სისულელე ყველას უკოცნია თუნდაც დაქალისთვის, რა იყო მასეთი გასაბრაზებელი.
-და რა გავაკეთო? მივიდე და ვუთხრა დაშორდითთქო? ვერ მივხვდი ჩემგან რას მოელით.
-და ისიც იცი რომ ცოტახანში ყველა აქ უნდა მოვიდეს და ლუკამ ის გოგოც მოიყვანოს? თან შენ ბინაში-ვერ მივხვდი ნოა გაბრაზებული იყო თუ ნაწყენი
-მოვიდნენ, ხომ არ გავაგდებ-საკუთარი სიმშვიდის მეთვითონ მიკვირდა.
-იმედი მაქვს ყველაფერს შესანიშნავად იზამ, რომ ამერიკაში დავბრუნდეთ-თქვა სალიმ-თან ლუკაზეც აღარ იფიქრებ და იქნებ გადაქრაშო.-თავი დავუქნიე
-და რა ეგ გეგმა გვაქ? არც კი მჯერა, აქ რომ მეგობრები გყავთ დაგავიწყდათ? თუ ლუკას გამო აქედან უნდა გავიქცეთ
-ნოა დაწყნარდი, ლუკა რა შუაშია, ისედაც ვაპირებდით წასვლას, თან აქ გაჩერება უფრო მეტად აღარ მინდა.
-ბავშვებს რა უნდა უთხრა?
-ის რაც აქამდე, ზაფხულის არდადეგებზე მივდივარ.
-მამაშენთან საუბარზე მათ მოუყევი?-ანუკი და საბა შემოვიდნენ და სკამებზე დასხდნენ.
-არა
-რატომ
-როგორ ვუთხრა, ვაშინგტონში შეიძლება საცხოვრებლად დავრჩეთთქო? გთხოვთ ამაზე ფიქრი არ მინდა, უბრალოდ გამოცდების მერე ვილაპარაკოთ-დივანზე დავჯექი და ტელეფონში ჩავძვერი.

Adore You🤍Where stories live. Discover now