7

952 47 12
                                    

ინსტაგრამი, მესენჯერი და სხვა სოციალური ქსელები ჯერ კიდევ არ გადმომიწერია. როცა გადმოვწერე იმდენი მესიჯი მქონდა.

აუ როგორ მინდა ამერიკაში, ყველა მწერდა რომ ძალიან მოვენატრე, სალისაც უამრავჯერ მოუწერია.

როგორ მენატრება ყველა!

დღეს ისეთი სიცხეა, არდადეგები ორ კვირაში დაიწყება, გამოცდებისთვის ბევრი ვიმეცადინე თუმცა მაინც დამრჩა რაღაცეები, ამ სიცხის გამო კი ვერაფერს ვუდებ გულს.

თან ჩემი მეგობრები, თუ ყოფილი მეგობრები არ ვიცი მაგათთან რა სიტუაციაში ვარ, ხო მოკლედ ახლა კიბეებზე არიან და მგონი კარტს თამაშობენ, ხმები მესმის.

სულ ასე ვაკეთებდით, სახლთან შედარებით კორპუსში სიგრილეა, ამიტომ როცა სიცხე იყო ხოლმე კიბეებზე ვჯდებოდით და ხან რას ვაკეთებდით, ხან რას.

იმ წიკვინას ხმაც მესმის, როგორც გავიგე ნუცა ქვია. ნერვებს მიშლის, მიუხედავად იმისა რომ არ ვიცნობ, უკვე საშინლად არ მევასება.

კარზე კაკუნის ხმა გავიგე, ლუკა არ იქნება, ნუ ხო ხვდებით რატომაც, გარეთ ყველაა და ჩემთან რო შემოვიდეს რამეს სხვანაირად იფიქრებენ.

აბა ვის გავახსენდი?

კარებისკენ წავედი, პირდაპირ გამოვაღე და ღმერთო დიდებულო!!

სალის დაკრეჭილი სახე დავინახე თუ არა კივილი ავტეხე, შემომახტა და კინაღამ ორივე ძირს გავეფინეთ.

-არ მჯერაა-დავიყვირე და ხელები უფრო მოვხვიე, ბოლოს როგორც იქნა ჩემი წელიდან ჩამოვიდა და ღიმილით ამათვალიერა.

-შე ბოზოო მომენატრე-კარგი არ გაგიკვირდეთ ის ასეთია, თან ჩვენთან მიღებულია
-მე ვაფშე არა-ცხვირი ავაბზუე
-მაგ უარს ტრაკში გაგტენი-სიცილით მითხრა
-მეც მომენატრეე-კიდევ ერთხელ გადავეხვიე, ყურადღება არც კი მიმიქცევია დანარჩენებისთვის, ჩუმად რომ გვადევნებდნენ თვალს.

Adore You🤍Where stories live. Discover now