The end

1.3K 68 19
                                    

თვალები რომ გავახილე ყველა თავზე დამჩერებოდა, წამოდგომა ვცადე თუმცა თავბრუ დამეხვა.

იქაურობას თვალი მოვატარე, ჩემს ოთახში ვიყავი, ბავშვები კი შეშფოთებული სახეებით მიყურებდნენ.

-კარგად ხარ?-სალი მომიახლოვდა და საწოლთან ჩამოჯდა
-რა მოხდა?
-არ ვიცი, სამზარეულოში რომ შემოვედით გულწასული გიპოვეთ.

გამახსენდა, ჩემი და ლუკას საუბარი და შემდეგ გონების დაკარგვა.

აქეთ-იქით მიმოვიხედე იმის სანახავად ლუკა იყო თუ არა, მაგრამ ვერსად შევამჩნიე.

-წავიდა-ჩემს ფიქრებს მიხვდა ნოა
-თქვენ შორის რა მოხდა?-ამჯერად ანუკიმ მკითხა
-არაფერი
-ასე არ შეიძლება მილენა-ამოხვნეშით თქვა საბამ-საბოლოოდ უნდა დაალაგოთ ურთიერთობა ან წახვიდე ამერიკაში და დაამთავროთ ეს დრამა.
-ეს რთულია
-მაშინ არ იყო რთული რომ ეუბნებოდი შეგიზიზღებო?-ანდრიამ გაბრაზებული ხმით თქვა, ვიცოდი რომ არ მამართლებდა და ვეთანხმებოდი
-ამის თქმა არ მინდოდა-ოდნავ წამოვიწიე
-ხოდა უთხარი
-ჩემი არ სჯერა
-თქვენ მე შემიწირავთ-ელენემ თავში ხელი შემოირტყა.

ბოლოს ყველა წავიდა და ოთახში მხოლოდ სალი და ანუკი დარჩნენ.

-ჩვენ ზეგ მივდივართ-ფიქრებიდან სალის ხმამ გამომარკვია.
-ვოუ რა მალე გავიდა დრო
-უნდა გადაწყვიტო რას იზავ
-მეთვითონაც არ ვიცი
-გულს მოუსმინე მილე-ჩურჩულით მითხრა ანუკიმ-თუ ფიქრობ რომ ლუკასთან ყველაფერი მარტივად არის, მაშინ უნდა წახვიდე, ამით თავს დააღწევ ყველაფერს...მაგრამ, თუ ფიქრობ რომ მის გარეშე ამერიკაში კარგად ვერ იქნები, თუ ფიქრობ რომ ის შენთვის მთელ სამყაროს უდრის უნდა დარჩე.

ანუკის სიტყვებმა დამაფიქრა, ლუკას ორი კვირა ვერ ვხედავდი და თითქოს ყველაფერი თავზე ჩამომენგრა, მე რომ იქ წავიდე რა მომივა? ნუთუ მინდა ასე ცხოვრება?

-უნდა დაელაპარაკო, ასე გაგრძელება არ შეიძლება, ვერ იქნები მთელი კვირი ოთახში გამოკეტილი და თავს დაიტანჯავ, ამით არაფერი მოგვარდება, უნდა დაელაპარაკო-ამჯერად სალიმ ამიხსნა.
-მართლები ხართ, ასე ჯდომით არაფერი შეიცვლება, აუცილებლად დაველაპარაკები.

Adore You🤍Where stories live. Discover now