17

838 41 3
                                    

ლუკა მთელი გზა ისეთი გაბრაზებული მიმზერდა მეგონა მართლა მომკლავდა, მეც საწყლად ვუღიმოდი.

ნიტა და იოანე ბინასთან ჩამოვიდნენ, მეც უნდა გადავსულიყავი მაგრამ ვინ გამიშვა.

რაღაცაზე უნდა გესაუბროო ბატონმა და მეც მთელი გზა ვლოცულობდი არ მომკლასთქო.

მალე მანქანა გააჩერა, ჯერ მე შემომხედა მერე კარები გააღო და მანიშნა გადავსულიყავი.

დაიცადეთ! თავის სახლში რატომ მომიყვანა.

-ლუკა ისე თუ ჩემს მოკვლას აპირებ, შენს სახლში ამის გაკეთება ცუდი ვარიანტია-მეთქი ვიხუმრებთქო, მაგრამ ბატონმა სერიოზულობამ ისე გამომხედა, მოვკეტე.

თავისი ბინის კარები გააღო და შიგნით შევედით.

დივანზე კარგად მოვკალათდი და ლუკას დაველოდე აქეთ-იქით რომ დაბოდიალობდა.

-ლუკა აქ რატომ მომიყვანე-ძლივს როცა ინება ოთახიდან გამოსვლა და ჩემს გვერდით დაჯდომა ვკითხე
-რანაირი საქციელი იყო?
-რაზე მეუბნები?-თავი გამოვიდებილე თორე კი ვიცოდი რაზეც მეუბნებოდა
-კარგად იცი რაზეც.
-რა იყო ეჭვიანობ?-ღიმილით ვკითხე
-სერიოზულად გელაპარაკები და სერიოზულად მიიღე
-რას მიყვირიხარ, მე თავისუფალი ადამიანი ვარ და ვისაც მინდა იმას შევხედავ.
-ახლა გახდი თავისუფალი?
-და რა ჩვენ ერთად ვართ?-გაჩუმდა-ზუსტადაც, ჩვენ არანაირ ურთიერთობაში ვართ ასე რომ მე თავისუფალი ვარ.-ხელები გადავაჯვარედინე.
-კარგი რადგანაც თავისუფლები ვართ მეც შემიძლია ხო შიშველ გოგოებს ვუყურო-გაოცებულმა გავხედე
-უკაცრავად?-ფეხზე წამოვხტი
-რა ჩვენ ხომ თავისუფლები ვართ-ნიშნისმოგებით გამომხედა.
-და მერე ეგ ვისი ბრალია-წარბები ავუქაჩე
-რა ჩემი?-გაოცებულმა მკითხა
-იდიოტო აბა მე ხომ არ გეტყვი შეყვარებულები ვიყოთთქო? ჯერ ერთიც არც ის დამვიწყებია ჩემი სიტყვები უპასუხოდ რომ დატოვე
-რა სიტყვები
-თავს ნუ ისულელებ ძალიან გთხოვ-ისევ დივანზე დავჯექი.
-აუცილებელია გითხრა მიყვარხართქო? ის კოცნა აბა რა იყო?
-მასე მილიონობით ადამიანს აკოცებ, ეგ საერთოდ არაფერს ნიშნავს
-და მიყვარხარს ვერ ეტყვი ხომ მილიონობით ადამიანს-ფეხზე წამოხტა, მეც წამოვდექი.
-მაგას რა მნიშვნელობა აქვს? თუ ჩემს მიმართ რამეს გრძნობ აღიარების რატომ უნდა გეშინოდეს?-ვერც კი მივხვდი ხმამაღალ საუბარზე როდის გადავედით.
-აღიარების არ მეშინია, უბრალოდ არ მინდა ის გაცვეთილი სიტყვა გითხრა რომელსაც უბრალოდ გამვლელსაც კი ეუბნებიან...რა არ გინახავს როგორ ატყუებენ თითქოს უყვართ და შემდეგ აგდებენ? გინდა გითხრა რომ მიყვარხარ?გინდა ეს უბრალო, ფორმალური სიტყვა გამოვიყენო რომ ურთიერთობას ოფიციალური სახე ქონდეს? ბოდიში მაგრამ მე არ მინდა უბრალო წყვილებად ვიქცეთ...რატომ არის შენთვის ასეთი მნიშვნელოვანი ეს სიტყვა.

Adore You🤍Where stories live. Discover now