18

899 39 5
                                    

ნიტას POV

დილით კარგ ხასიათზე ავდექი, დედას გაკეთებული უგემრიელესი ჩაი დავლიე და გარეთ გადავწყვიტე გასეირნება.

ნიკას იმის შემდეგ რაც მანქანაში მაკოცა და მითხრა მომწონხარო, თავს ვარიდებ...მეც მომწონს, უბრალოდ ლადოს შემდეგ მართლა რთულია ჩემთვის.

უბრალოდ ვსეირნობდი და ვფიქრობდი რა მოხდებოდა ლადოს საერთოდ რომ არ შევხვედროდი.

თავი ყველაზე ბედნიერი მეგონა, მის თვალებში ვხედავდი სიყვარულს, თუმცა ალბათ ეს სისულელე იყო.

მის თვალებში იმას ვხედავდი რისი დანახვაც ნამდვილად მსურდა, რომ ვყვარებოდი არ მიღალატებდა.

ყველაზე მეტად ღალატს ვერ ვიტან, უბრალოდ ეს ყველაზე საშინელი გრძნობაა და განსაკუთრებით მაშინ როცა უკვე გამოცდილი გაქვს.

უბრალოდ დავეხეტებოდი და როცა მივხვდი რომ ძალიან შორს აღარ უნდა წავსულიყავი მოვბრუნდი.

უკვე ბინასთან ახლოს ვიყავი ნიკა რომ დავინახე, ღიმილით გავხედე და მისკენ მივდიოდი... მანქანიდან ვიღაც გოგო გადმოვიდა, ყურადღება არ მიმიქცევია და მისკენ სიარული გავაგრძელე თუმცა უცებ ის გოგო გადაიხარა და აკოცა.

ვერც კი მივხვდი თვალებში ცრემლები რომ ჩამიდგა, ფეხებში სისუსტე ვიგრძენი თუმცა ყველანაირად შევეცადე თავი გამემაგრებია.

უკვე მეორედ....რატომ მე? სულ მე რატომ მიკეთებენ ამას

ნიკა მანქანისკენ ბრუნდებოდა უცებ რომ გამოიხედა და შემამჩნია, გაოცებულმა გამომხედა, სწრაფად მივტრიალდი და სწრაფი ნაბიჯით წასვლა დავაპირე, თუმცა მალე დამეწია და ხელში ჩამავლო.

-ნიტა
-არა, არ გაბედო
-წამოდი აგიხსნი
-რას ამიხსნი? არ მინდა საუბარი-გათავისუფლებას ვცდილობდი, თუმცა ძალით ჩამსვა მანქანაში და სანამ გავიაზრებდი მანქანა დაქოქა.

-ახლავე გამიჩერე-დავუყვირე და ცრემლი სწრაფად მოვიშორე
-ნუ ტირი, ყველაფერს აგიხსნი-შეწუხებულმა გამომხედა
-ნიკა მანქანა გააჩერე

Adore You🤍Where stories live. Discover now