6

949 51 6
                                    

დილით როცა გავიღვიძე, ლუკა აღარ დამხვდა, სკოლისთვის მოვემზადე, წიგნები ჩანთაში ჩავყარე და გარეთ გავედი.

ამჯერად ნიტა არ შემხვედრია, თან გამიხარდა თან არა.

სკოლაში რომ მივედი გარეთ იყვნენ, თითქმის ყველა ნიკას და სანდროს გარდა.

ვიფიქრე მივალთქო, მაგრამ რაღაცაზე იცინოდნენ და მეც სკოლისკენ დავიძარი.

პირველი როგორც ყოველთვის მათემატიკა მქონდა, ჯერ ხო არ მიყვარდა და ლაშას გამო სულ შემძულდა.

ჯერ კლასში ცოტანი იყვნენ, მეც ტელეფონზე დამირეკეს და ფოიესში გავედი.

-გისმენ-დედაჩემს თვალების ტრიალით ვუპასუხე
-როგორ ხარ?
-ცუდად რატომ უნდა ვიყო
-მისმინე დღეს ნიკოლოზი ჩამოდის თბილისში, შეხვდი მას
-ვითომ რატომ
-იმისთვის რომ დაახლოვდეთ
-დედა ხომ იცი რომ მაინც არ შევხვდები
-რას ქვია, არ შეხვდები-იქიდან მიყვირა
-და რა ახლა იმ საუკუნეში დავბრუნდით შვილებს ძალით რომ ათხოვებდნენ?-თითქმის ყვირილით გავედი სკოლის ეზოში.
-ვინ გათხოვებს? შეხვდითქო უბრალოდ, იქნებ დამეგობრდეთ
-ვიცი რატომაც აკეთებ მაგას, გთხოვ ნუ მაჯერებ იმას თითქოს მხოლოდ მეგობრობისვის უნდა ვნახო ის ბიჭი
-წესიერად მოიქეცი, თორემ მამაშენს რომ ვეტყვი, მერე სხვანაირად აჭიკჭიკდები
-მემუქრები?
-კი არ გემუქრები შენს მომავალზე ვზრუნავ, კარგი ბიჭია, მდიდარი ოჯახის შვილი
-და რადგანაც მდიდარია მაგიტომ უნდა გამირიგო?-თითქმის ვიღრიალე, ყველა მაშტერდებოდა, სკოლის უკანა მხარეს გავედი.
-ტონს დაუწიე! სწავლა შენ არ გინდა, საქმის კეთება შენ არ გინდა და აბა შიმშილში უნდა ამოგხდეს სული? თან იმას ხომ არ გეუბნები ცოლად გაყევითქო.
-აჰაა, როგორ დარდობ ჩემს მომავალზე, წადი და ლიზის გაურიგე საბედოები
-ლიზი თვითონაც მიხედავს საკუთარ თავს და შენ რომ არაფრის თავი გაქვს მაგიტომ გეუბნები.
-ძალიან კარგადაც ვსწავლობ ერთხელ მაინც დაფიქრებულხარ რატომ ვაცდენ სკოლას? თქვენს გამო მუდმივად ცუდად ვიყავი და არც სწავლის თავი მქონდა და არც სხვა რამის, თორემ ლიზიზე მილიონჯერ ნიჭიერი ვარ-ვუღრიალე და ტელეფონი გავთიშე.

Adore You🤍Where stories live. Discover now