9

916 41 8
                                    

გვერდები მტკივა...ანუკიმ და სალიმ მოგვენატრე შენთან ვწვებითო და აჰაა, გადმომაგდეს ძირს და მტკივა ახლა ყველაფერი.

ძლივს ავიზლაზნე, სამზარეულოში გავედი და ჩაიდანი ავადუღე მაგრამ მივხვდი რომ აღარ მინდოდა და გამოვრთე, ღმერთო რა კარგი იქნებოდა შაბათ შუადღეს მარტო გამეღვიძა, ჩემს ლოგინში.

ამის მაგივრად? ექვს საათზე იატაკზე ვიღვიძებ, თხელი საბანი მოვიტანე და მდივანზე დავწექი, ბალიშს ჩავეხუტე და მალევე დამეძინა.

სიცილის ხმები მესმის, თუმცა ისე მეძინება რომ არ ვიმჩნევ და ძილს ვიბრუნებ. მერე ბრახუნის ხმები მესმის, ვიღაც ამბობს შეეშვით ძინავსო თუმცა ვიღაცამ ყურში ჩამყვირა და მეც შეშინებული წამოვხტი ლოგინიდან.

თვალები მოვიფშვნიტე და ტირილი დავიწყე.

ყველა აქ იყო, მდივანთან ლუკა იყო ჩამუხლული და ჩამეხუტა. ხელები მოვხვიე და ამივისრუტუნე.

-რა გატირებს გოგო, შიგ ხო არ გაქ-სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა სანდროს.
-ან სამ საათამდე რადროს ძილია-თავში ხელი მიირტყა ნოამ, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი, ლუკას სურნელით ვიყავი გაბრუებული.

ბოლოს მოვშორდი, თვალებიდან ცრემლები მომაშორა და ჩემს გვერდით დაჯდა.

-მდივანზე რატომ გეძინა-იკითხა ნიტამ
-მე არ ვყოფილვარ გეფიცები სალი იყო-სწფაფად თქვა ანუკიმ
-ეე მე რას მაბრალებ შუაში იწვა ვაფშე რანაირად გადავარდა-დაიწუწუნა სალიმ
-ძირს გადმოგაგდეს?-სიცილი ატეხა ნოამ, მეც საწყლად დავუქნიე თავი.
-ჩემი პატარა-ჩემთან მოვიდა და მომეხვია, ლუკას დაძაბულობა ვიგრძენი სერიოზულად.

-მოკლედ სანამ იკითხავ გეტყვი რომ საბამ ჩაგყვირა-მითხრა იოანემ.
-თავი დამანებეთ-ფეხზე ავდექი და ოთახში გავიძურწე.

-ოოხ ცუდ ხასიათზე გაიღვიძა გოგომ-გავიგონე ანუკის ხმა.

ათ წუთში ჩემს ოთახში ვიღაც შემოვიდა და უკნიდან მომეხვია, სურნელით ვიცანი. მისი სუნი არასდროს არავიში შემეშლება.

Adore You🤍Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin