აილინ!

415 41 29
                                    

რამოდენიმე საათი დავბოდიალობდი უბნიდან უბანში, ერთი ადგილიდან მეორეში. ვერ ვპოულობდი საკუთარ ადგილს, თითქოს არც კი მქონდა ადგილი ამ ქალაქში. საშინელებბა იყო შონის თითოეული სიტყვის გააზრება, ყველაზე მტკივნეული რამ, რაც კი აქამდე განმიცდია. აქამდე მეგონა, რომ ეგოისტი ვიყავი, რომელიც საკუთარ თავს გარდაცვლილ ადამიანს შურის გამო ადარებდა. ახლა არც კი ვიცი ვინ ვარ, მგონია მასთან ახლოსაც კი არ ვყოფილვარ, მხოლოდ მისი ანარეკლი ვიყავი.

ამდენი ხნის ნამძილზე ეს ყველამ იცოდა, შონმა, ჰარიმ, ჰანამაც, შეიძლება კეტრინმაც კი. ერთადერთი ვიყავი, რომელსაც არაფერი ესმოდა, ვერც ვერაფერს ხვდებოდა. ნებისმიერი რამის წარმოდგენა შემეძლო, თუმცა ვერასოდეს, ვერასოდეს მივხვდებოდი, რომ ის ადამიანი, რომელმაც შონი და ჰარი ერთმანეთს გადაკიდა, მათ გრძნობებზე ითამაშა და საბოლოოდ ორივე გაანადგურა ჩემი და იქნებოდა.

თითქოს ახლა ყველაფერი ნათელი ხდება. რატომ მარიდებდა თავს შონი, რატომ იქცეოდა ისე, თითქოს ვერ მიტანდა, რატომ ვიყავი მისთვის სრულიად უცხო.

რამდენჯერ გამილანძღია ელეონორა გულში იმის გამო რაც შონს გაუკეთა, რამდენჯერ განმიცდია მის მიმართ ზიზღის გრძნობა და ამავდროულად რამდენჯერ მდომებია მის ადგილას ყოფნა. მძულდა, ვერ ვიტანდი, ვეჭვიანობდი და ამ ყველაფერს საკუთარი დის მიმართ ვგრძნობდი. ჩავთვალე, ვერასდროს ვაპატიებდი მას შონის მიტოვებას...

და ახლა, ვაპატიებ საკუთარ თავს, რომ ის მივატოვე? მაშინ, როდესაც მთხოვდა დავრჩენილიყავი, როდესაც ხელს ძლიერად მიჭერდა, მისი თვალები კი დარჩენას მემუდარებოდნენ. მას ხომ პირობა მივეცი, ხომ ვუთხარი საკუთარ თავს, რომ არ ვიქნებოდი ელეონორა, რომელიც მას კიდევ ერთხელ ატკენდა გულს. არ მინდოდა ვყოფილიყავი მისი განადგურების მიზეზი.

მაგრამ ახლა, თითქოს უხილავი თოკი მისგან შორს მქაჩავს. მინდა, მთელი გულით მინდა მასთან ვიყო, თუმცა როგორ? ამ ყველაფრის, ამ ტყუილის შემდეგ. ჩვენ ერთმანეთისთვის სრულიად არასწორები ვართ და ამას ვერ გავექცევით, ვერც ერთი ჩვენგანი ვერ შეძლებს ამ წრიდან გასვლას რა გზითაც არ უნდა ვცადოთ გაქცევა.

Perfectly Wrongحيث تعيش القصص. اكتشف الآن