ნელი ვალსი

466 47 12
                                    

ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე დღე თვალსა და ხელს შუა გაიპარა. ყურადღების გადატანას ცხოვრებისეული პრობლემებისგან ძირითადად ხატვით, ან მუსიკის მოსმენით ვცდილობდი, რამაც შედეგი გამოიღო. გულში გამოვკეტე აილინ მორგან მილერის შავ-ბნელი ვერსია იმ პირობით, რომ მას აღარასდროს მივცემდი განთავისუფლების საშუალებას, რომ კიდევ არ ევნო ვინმესთვის.

კეტრინის ამბავმა ოდნავ მაინც გადამატანინა ყურადღება. რამდენჯერმე დავინახე დომინიკი, რომელიც ჩუმად მიძვრებოდა ფანჯრიდან კეტის ოთახში, ის კი ამას მხოლოდ მომენტს ეძახის? ვინმემ რომ მკითხოს შტერი შეყვარებული წყვილი როგორიაო უეჭველი ამათ გზას მივასწავლი.

საწოლში ვიწექი, როდესაც მობილურმა დაიზმუილა. ეკრანს დავხედე და კვლავ უცხო ნომერი, უნდა ვივარაუდო შონი არ არის მის ნომერი სახელი მივაწერე, თან არც კი გავხსენებივარ კლუბის ღამის შემდეგ. ამის გამო მინდა მასთან საუბარი, თუმცა მისამართი არ ვიცი, არც კეტრინთან გამოჩენილა მთელი კვირა, გაგზავნილი ესემესებიც, რომელშიც საუბარს ვთხოვდი დააიგნორა, მართლა ვერაფერს ვუგებ ამ ბიჭს.

მობილურზე მოსული მესიჯი გავხსენი:

,,აბა იფიქრე ჩემს ნათქვამზე? ხომ გახსოვს მადობა მოსახდელი გაქვს"

ღმერთო ჰარი!

საერთოდაც მინდოდა მიმეწერა, რომ ტყუილად ვუთხარი დავფიქრდებითქო, არც დავფიქრებულვარ და წასვლაზეც უარს ვეტყვი.

არაფერი მიმიწერია, მობილური გვერდით გადავდე, მაგრამ ფაქტია ჰარი ვერ ისვენებდა, მოგვიანებით კიდევ გამოგზავნა ერთი შეტყობინება

,,თუკი იმის გამო იკავებ თავს, რომ იქ შონი იქნება ცდები! ის მსგავს შეკრებებს ვერ იტანს"

გულის სიღრმეში სწორედაც მის გამო ვიკავებდი თავს. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს მომწონს მასთან ურთიერთობა, რომელიც სხვათაშორის ძლივს დავალაგე. ის კარგი ადამიანია და კარგი მრჩეველიც რთულ სიტუაციებში. ვხვდები როგორი დამოკიდებულებაც აქვს ჰარის მიმართ, ის ღიზიანდება და ბრაზდება მისი დანახვისას, ახლა როცა ის მეგობრად მთვლის(ჯერ კიდევ არ ვიცი ვარ თუ არა მეგობარი) ცეცხლზე ნავთს ვერ დავასხამ.

Perfectly WrongWhere stories live. Discover now