ტორონტო

386 39 11
                                    

-გაიღვიძე! პატარავ, გაიღვიძე-ძილბურანში მყოფს ჩამესმა შონის ხმა გამალებით რომ ცდილობდა ჩემს გაღვიძებას. თვალები ოდნავ გავახილე, დავინახა როგორ მადგა მომღიმარი შონი თავზე.

-რამე მოხდა?-ისე ვკითხე ბალიშიდან თავი არ ამიწევია.

-არ გინდა მე და შენ ტორონტოში წავიდეთ?-თვალები გავახილე და მას გაკვირვებულმა შევხედე. არადა ნამდვილად სერიოზულად საუბრობდა.

-მეძინება-ამოვიკრუსუნე, საბანიც კი მეტად წამოვიფარე თავზე როგორც კი ოდნავი სიცივე ვიგრძენი. შონმა ის მთლიანად გადამხადა, ფაქიზად ჩამავლო მხრებში ხელი და საწოლიდან წამომწია. თვალები არ გამიხელია, მთელი ღამე თითქმის გავათენე და მართლა მეძინებოდა

-გაიღვიძეთქო-ერთხელ ფრთხილად შემანჯღრია და სული შემიბერა გამოსაფხიზლებლად. ძლივს გავახილე ნორმალურად თვალები რომ მისთვის შემეხედა. გვარიანად მოვისრისე და გავიზმორე.

შონს კმაყოფილს ჩაეღიმა და ფეხზე წამოდგა.

-ეეცადე იჩქარო. აქედან მატარებელი ნახევარ საათში გადის-თქვა თუ არა ჩემს კარადაში დაიწყო ძრომიალი, საიდან რამდენიმე წამში შავი ჯინსის შარვალი და ნაცრისფერი სვიტრი ამოაძვრინა. ორივე მათგანი საწოლზე დამიგდო.

-სწრაფად ჩაიცვი-თვალების ბრიალით თქვა თქვა და კარადას მიეყუდა

-და მამა და ოლივია?

-ოლივია დიდი ხნის წინ მოვიდა სახლში და მისი ნებართვა გვაქვს-კმაყოფილმა ამოთქვა-მამაშენისთვის თავად მოიფიქრებს რამეს.-ყველაფერი გადაწყვეტილი და დაგეგმილი ჰქონია. ჩემი მოვალეობა მხოლოდ მისი გაყოლაღა იყო. ტანსაცმელს ხელი დავავლე და მას შევხედე. ღიმილით ეყრდნობოდა კარადას. რამდენიმე წამი ვაშტერდებოდი, მოგვიანებით უცნაურად მოჭუტა თვალები

-რა?

-უნდა გამოვიცვალო. გადი

-რა იყო ჩემი გრცხვენია?-უკმაყოფილოდ ამოიოხრა

Perfectly WrongWhere stories live. Discover now