ეიფორია

432 43 1
                                    

ჰარი გვერდით გაიწია და ოთხ ტიპს სახლში შემოსვლის საშუალება მისცა. შემოსვლისთანავე ერთ-ერთმა მე შემომხედა და კარგად ამათვალიერა, იმან, რომელმაც ჰარის ძველი მეგობარი უწოდა.

-ეს მშვენიერი ვინ არის?-მისი ხმა ისეთი საშინელია. ძალიან ჩახლეჩილი და ბოხი. დიდი ხნის მწევლების მსგავსად. როდესაც იღიმის ნათლად მოუჩანს გაყვითლებული კბილები, გულისამრევად გამოიყურება თავისი დიდი ნაიარევით სახეზე. ვნანობ აქ მოსვლას, ჩემდა სამწუხაროდ უკან დასახევი გზა არ მაქვს.

ჰარიმ უხეშად მიაჯახუნა კარი და ჩემს გვერდით დადგა.

-სწრაფად მოვაგვაროთ და მოშორდით აქედან-მათ უხეშად უთხრა

-ღმერთო ჰარი რა უხეში ხარ, უზრდელიც. მე ხომ უბრალოდ გოგონას გაცნობა მინდოდა-უცოდველი ადამიანივით ამოილაპარაკა, თან ხელით ჩემზე ანიშნა

-საქმეზე გადადი!

-მთელს გართობას აფუჭებ-ღრმად ამოიოხრა და სავარძლისკენ გაემართა. შარვალ კოსტუმი ეცვა, დაჯდომის წინ შარვლის ტოტები ოდნავ მაღლა აიწია. ხელები სავარძელზე გაშალა, ფეხები კი მის წინ მდგარ ჟურნალების მაგიდაზე ააწყო.

ჰარი მისკენ მიიწია და მანიშნა მეც გავყოლოდი, ტახტზე ჩამოჯდა, იმ საშნელი ტიპის წინ, მე კი მის გვერდითვე ჩამოვჯექი.

-ისე მერის შვილი ამ კოლოფში რატომ ცხოვრობს?-საშინელმა ტიპმა იკითხა, ამასთან საგულდაგულოდ შეათვალიერა სახლის ყველა ის წერტილი, რასაც მისი თვალი მიწვდა. ჰარის მისთვის არაფერი უპასუხია, მხოლოდ გაბრაზებული გამომეტყველებით იჯდა იჯდა, ფეხს ნერვიულად ათამაშებდა და მოუთმენლად ელოდა როდის იტყოდა რაიმეს მისი ,,სტუმარი". აშკარაა ეს სტუმარი არ აპირებდა საუბრის დაწყებას, თითქოს ერთობა სიტუაციითო. ის საწერი მაგიდაც შეათვალიერა, რომელზეც ფეხები ეწყო, გაზეთს მოჰკრა თვალი, რომელიც სიცილით სწრაფად აიტაცა ხელში.

Perfectly WrongWhere stories live. Discover now