ეშმაკის ბორბალი

418 40 3
                                    

დაახლოებით 10 წუთში ატრაქციოების პარკში ვიყავით, ქალაქის ცენტრში. ცივი ამინდის გამო პარკი ცარიელი იყო, ისიც კი არ ვიცი მუშაობდა თუ არა საერთოდ ატრაქციონები. ყველა ვერ იქნებოდა ჩვენნაირი არანორმალური ასეთ ამინდში რომ მოსდომებოდა გართობა.

ცოტა გულდასაწყვეტია ბამბის ნაყინის გარეშე რომ მომიწევს პარკში სიარული, მაგრამ ნაყინს ვჩივი? იქნებ ერთი ორი ადამიანი მაინც შეგვხვდეს, რომ თავი საბოლოოდ გიჟად არ გვაგრძნობინოს.

ჰარიმ მანიშნა გავყოლოდი, მეც დავემორჩილე.

პარკის შესასვლელში არ ყოფილა რაიმე მნიშვნელოვანი გაფორმება ლამაზი მცენარეებით. ალბათ იმიტომ, რომ ზამთარში ყვავულებს გახარების ფუფუნება არ აქვთ. შადრევანი იდგა გასავლელი ბილიკის შუაში, შადრევანშ ქალის ქადაკება იდგა. ბუნებრივია შიგნით წყალი არ იქნებოდა, ძალიან ცოტა ესხა შიგნით, ისიც ალბათ წვიმის შედეგად დაგროდა და ისიც გაყინული იყო.

-ეშმაკის ბორბალზე რას იტყვი?-მკითხა ჰარიმ ისე, რომ სიარული წამითაც არ შეუწყვეტავს. ხელები ტყავის ქურთუკში ჰქონდა ჩალაგებული და ისე მოძრაობდა.

დავთანხმდი მის შემოთავაზებას, რამაც მისი გახარება გამოიწვია და ასე ბედნიერი გაეშურა გიგანტური ბორბლისკენ.

გიგანტური რომ ვამბობ ცოტა ვაჭარბებ. სიეტლის მთავარ პარკში ამაზე ბევრად დიდი ბორბალი იდგა, არც ეს იქნება ურიგო, თან ამ პატარა ქალაქისთვის თვალის მოვლებას მაღლიდან შევძლებ.

ჰარი უდარდელად გაემართა ატრაქციონისკენ, არავინ იყო ის, ვინც ბორბალს ჩართავდა.

თუმცა ჰარი ცასართავს მიუახლოვდა, რაღაც მწვანე ღილაკს დააჭირა და ბორბალმაც მოძრაობა დაიწყო. გაოცებული შევხედე ჰარის, რომელიც იღიმოდა.

-შენ რა ახლა ბორბალი შენით ჩართე?-გაოცებულმა ვიკითხე, ამაზე მეტად გაეღიმა.

Perfectly WrongOpowieści tętniące życiem. Odkryj je teraz