ყველაფერი რიგზეა?

654 50 0
                                    

სკოლის შემდეგ გადავწყვიტე საავადმყოფოში ლანჩი მიმეტანა მამიდასთვის. სინამდვილეში ეს უბრალოდ საბაბი იყო, მინდოდა იქ მივსულიყავი და გამეგო ჩემთვის უცნობი ადამიანის მდგომარეობა.

თავადაც არ ვიცი რატომ ვინტერესდები და რატომ ვგრძნობ სრულიად უცხო ადამიანის გამო ასეთ შიშს, მაგრამ ღმერთო! ეს ყველაფერი ჩემი და ასობით ადამიანის თვალწინ მოხდა, ვინ იცის კიდევ რამდენი უძილო ღამე მელის წინ საკუთარი თვალით ნანახი საშინელების გამო.

ოლივიასთვის გამზადებული სალათი და ბურგერი სწრაფად მოვათავსე მისთვის განკუთვნილ კონტეინერში. საავადმყოფომდე ფეხით მისასვლელად ათი წუთიც კი არ დამჭირდა, მამიდას ნასწავლ გზას გავყევი, რომლებიც ჩიხებში მიდიოდა და უამრავ შესახვევს ქმნიდა, თუმცა დანიშნულების ადგილას მისვლა იმაზე სწრაფად იყო შესაძლებელი ვიდრე მთავარი გზით შეიძლებოდა.

საავადმყოფოში შესვლისთანავე მოვკარი მას თვალი, მიმღებში იჯდა და ფურცლებს დაქანცული გამომეტყველებით მისჩერებოდა. ვერ შეამჩნია ჩემი იქ ყოფნა იქამდე, სანამ სალათის კონტეინერი ცხვირწინ არ დავუდე

-ღმერთო აილინ მითხარი, რომ შიგნით ცეზარი დევს-მუდარის თვალებით შემომხედა, რომლებიც სასწრაფოდ გაუბრწყინდა ჩემგან დადებითი პასუხის მიღების შემდეგ

-წუხელის ისეთი საშინელი ღამე იყო..-ამოიფრუტუნა და თან პლასტმასის ჩანგლით დაიწყო სალათის წვალება

-ის ბიჭი კარგადაა?-სწრაფად ვკითხე რის გამოც მისი გაურკვევლობით სავსე მზერა დავიმსახურე

-შენ ეს საიდან იცი?-ინტერესით სავსე მზერა მთლიანად მომაპყრო, სასწრაფოდ მჭირდებოდა ტყუილის მოფიქრება, რომელიც ამ სიტუაციიდან გამომაძვრენდა.

-დღეს მთელი სკოლა ამაზე საუბრობდა-მისი გაურკვეველი მზერა მაშინვე მწუხარებამ ჩაანაცვლა

-ის კარგადაა სერიოზული არც არაფერი სჭირდა. არც ერთი ორგანო არ დაზიანებია, შეიძლება მხოლოდ შრამი დარჩეს-ღრმად ამოისუნთქა. თქვა თუ არა ეს თითქოს უკეთ დავიწყე სუნთქვა და გულიდანაც მთელი სიმძიმე მოვიშორე. არაფერი მომხდარა, ყველაფერი რიგზეა. ის კარგადაა!

Perfectly WrongOnde histórias criam vida. Descubra agora