ღამე წვიმაში

569 43 0
                                    

მთელი კვირა გავიდა, ჩალურჯება სახეზე ისე მოშორდა მამამ ვერც კი გაიგო საერთოდ თუ მქონდა. რთული იყო ეს დამემალა მისთვის. საკმაოდ დაკვირვებული ადამიანია და წვრილმანებსაც კი უმარტივესად ამჩნევს. მადლობა კეტრინს და მის ტონალურს, რომ ასე იდეალურად შეძლეს ამის დამალვა.

იმ დღის შემდეგ ვერიდები ქუჩაში ღამით სიარულს. საერთოდაც სიარულსაც ვერიდები. ფაქტიურად მთელი კვირა არც კი გავსულვარ გარეთ. მხოლოდ ერთადერთხელ გავედი კეტრინთან, ერთხელ კი ალექსთან. ასე თავს ბევრად უსაფრთხოდ ვგრძნობ.

უკვე რამდენიმე დღეა ალექსი და კეტრინი თავად მოდიან ჩემთან. არ მეუბნებიან, მაგრამ ღელავენ ჩემს შესახებ. იმის მიუხედავად, რომ მილიონჯერ გავუმეორე ყველაფერი კარგადაა. ისინი ამ ქალაქისთვის ზედმეტად მზრუნველები და კეთილები აღმოჩნდნენ. არც მათი გამუდმებით მომღიმარი სახეების ნახვა უნდა გამოგვრჩეს..

სამწუხაროდ მე, როგორც ყველაფრით უკმაყოფილო ადამიანი ამჯერადაც, უბრალოდ ვერ ვიტან ასეთ ყურადღებას და წამდაუწუმ მზრუნველობას. წარსული წარსულია და უბრალოდ უნდა დავივიწყო რაც მოხდა.

ჰამილტონში მეტად აცივდა. თავს გაუსაძლისი სიცივეები დაუპატიჟებელი სტუმარივით დაგვატყდა. გარშემო ხეებს ფოთლებიც კი აღარ შერჩა, ყავისფერი და დაჭმუჭნული მცენარეები ახლა ძირს ყრია. მეეზოვეები ყოველ დილით ცდილობენ მათ გადახვეტას. მათი ეს ცდა უშედეგოა, მეორე დილით მაინც იმდენივე ხვდებათ რაც წინა დღით. ჩემთვის ყველაზე გულსატკენი ჩიტების გაქრობა გახდა, ყოველ დილით ახლა მათი ჭიკჭიკის ნაცვლად ქარის ზუზუნი და ხეების სახურავზე მიხეთქების ხმა ისმის.

მთელმა ხანმა ისე გავლო ჰარი პირადად აღარ მინახავს. მხოლოდ რამდენჯერმე მოვკარი თვალი, დირექტორის კაბინეტიდან ან გამოდიოდა ან პირიქით, შედიოდა. თან ხელში საქაღალდე ეჭირა, ისე ჰქონდა ხელში ჩაბღაუჭებული თითქოს ვინმე მის წართმევას ცდილობსო.

Perfectly WrongHikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin