რა შემიძლია გავაკეთო?

487 49 9
                                    

მორიგი ერთი კვირაც მიიწურა. მეჩვენება, რომ ამ ქალაქში დრო ელვის სისწრაფით გადის, ყოველდღიურად კი უფრო და უფრო მეტად ცივა. დღეც მეტად იკლებს, შვიდ საათზე უკვე იმდენად ბნელა, თვალთან თითის მიტანაც კი რთულია.

გუშინ სამი თვე შესრულდა რაც ამ ქალაქში პირველად ფეხი დავდგი. წესით უკვე მიჩვეულიც კი უნდა ვიყო აქაურობას, თუმცა მაინც მიჭირს აქაურ ჰავასთან შეგუება. ცივი კლიმატი მთლიანად აღწევს ფილტვებში და ხანდახან სუნთქვაშიც საკმაოდ მიშლის ხელს. აღმოვაჩინე, რომ ინჰალატორი იმაზე საჭიროა აქ ვიდრე სიეტლში, იქ თუ მანქანის გამონაბოლქვი და გადატვირთული ქუჩა არ მაძლევდა ნორმალურად სუნთქვის საშუალებას ახლა ზედმეტად სუფთა ჰაერი წარმოადგენს დაბრკოლებას. მამას თქმით ასე ძალიან სწორედ იმის გამო მიჭირს აქ ყოფნა, რომ ზედმეტად გადავიღალე სიეტლის საშინელი გარემოთი და ორგანიზმს უჭირს იდეალურ ბუნებასთან ადაპტირებას.

სამწუხაროდ იმ დღის შემდეგ, როცა გავიგე დედაჩემის ვიზიტის შესახებ ამ ქალაქში თავს ვარიდებ მამასთნ საუბარს. მეშინია, რომ წამომცდება რაიმე, მეშინია, რომ მას კითხვების კორიანტელს დავაყრი თავზე და ვალდებულს გავხდი ყველაფერი დეტალურად მომიყვეს. არა იმის გამო, რომ თავს მის გამო ცუდად, ნაწილობრივ ასეცაა, მაგრამ ამ სიტუაციაში საკუთარი თავის გამო მეშინია. 17 წლის ვარ და დრემდე არ ვიცი მიზეზი, რის გამოც იმ ქალმა მიმატოვა. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ოლივიამ და მამამ შესანიშნავად იციან ეს ყველაფერი, ამის დამალვას კარგად ცდილობენ. ვფიქრობ ერთ დღეს მზად ვიქნები ამის შესახებ ღიად ვისაუბრო მათთან. ახლა უბრალოდ უნდა დავივიწყო და მივცე საკუთარ თავს უფლება ცოტა ხნით მაინც ვიყო ბედნიერი.

ორი დღის წინ ჰარის გადავაწყდი ქუჩაში, არაფერი მითქვამს მისთვის, ვეცადე თავის მაქსიმალურად არიდება და მიმალვა, რაც საკმაოდ ცუდად გამომივიდა. როდესაც თავზე დამადგა და უბრალოდ მომიკითხა სწრაფად მოვიმიზეზე, რომ სკოლაში მაგვიანდებოდა და ფიზიკურად არ მქონდა დრო მასთან სალაპარაკოდ.

Perfectly WrongWhere stories live. Discover now